გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ USAID-ი დაკავებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლების უკანონო შეცვლით
“ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება.
„ახლა უკვე ილონ მასკმა ფაქტობრივი მაგალითებით, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ეს ორგანიზაცია, რასაც ჰქვია USAID-ი, რომელიც გაუქმდა და ასევე სხვა ორგანიზაციები რეალურად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სურდათ, ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს – 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
