მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ32-კმ51 (მოლითი-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
