ირაკლი კობახიძე: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება
“ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან. 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, სრულიად მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 7 ნოემბრის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, კატასტროფული მოვლენა, რასაც მოჰყვა შემდეგ ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება.
“7 ნოემბერს რაც შეეხება: 7 ნოემბრის შეკრება იყო სრულიად მშვიდობიანი, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ – ეს ერთი. 7 ნოემბრის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, კატასტროფული მოვლენა, რასაც მოჰყვა შემდეგ მოროდიორული მიტაცება ამ ტელევიზიის. და ცინიკური თუ რამეა, ეს არის სწორედ 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, ეს არის მართლა ცინიკური,”- განაცხადა პრემიერმა.
