მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 29-30 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.
