ორიგინალი
ნატო-ს შიშები ანუ რატომ ვერ ბედავს ალიანსი რუსული რაკეტების ჩამოგდებას?!
კვირის პალიტრა·11:50

ნატო-ს შიშები ანუ რატომ ვერ ბედავს ალიანსი რუსული რაკეტების ჩამოგდებას?!

26 ნოემბერი, 2026 · 11:50

ნატო ისევ ვერ ბედავს უკრაინის ცაში იმ რუსული რაკეტების ადრეულად ჩამოგდებას, რომლებიც პოლონეთში შეფრინდებიან...

პოლონეთი ჩრდილოატალანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანაა, 1999 წლიდან და მასზე სრულად ვრცელდება ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ვერ ახერხებს დაიცვას თავისივე აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე პოლონეთის საჰაერო სივრცე, რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების პერიოდული შეჭრისგან...

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე (2026 წლის ნოემბრის ბოლოსთვის), პოლონეთის საჰაერო სივრცეში ოფიციალურად დადასტურებული და დაფიქსირებული მონაცემებით, სულ მცირე 7 რუსული ფრთოსანი რაკეტა და 35-ზე მეტი დრონი შეიჭრა.

პოლონეთისა და ნატოს საჰაერო თავდაცვამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი მხოლოდ 3-4 რუსული დრონი თუ ჩამოაგდო და არც ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტა.

პოლონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში შეფრენილ რუსულ სამიზნეებს უმეტესად დროის სიმცირის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ნამსხვრევებისგან მოსალოდნელი საფრთხისა და სამხედრო პროტოკოლების სიმკაცრის გამო არ და ვერ აგდებს.

1-natoo-1795679475.png
1-natoo-1795679475.png

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობისა და თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე კონკრეტული ფაქტორი აფერხებს:

პირველი - რეაგირებისთვის საჭირო დროის სიმცირე. რუსული რაკეტები და დრონები პოლონეთის საზღვარს ძალიან ახლოს კვეთენ და ხშირად ქვეყნის საჰაერო სივრცეში მხოლოდ რამდენიმე წუთით (ზოგჯერ 40 წამიდან 3 წუთამდე) რჩებიან. 800 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მფრენი ობიექტის იდენტიფიცირება და განადგურება ასეთ მოკლე დროში ტექნიკურად უკიდურესად რთულია.

მეორე - ნამსხვრევების ჩამოვარდნის რისკი. პოლონეთის საჰაერო სივრცეში რაკეტის ჩამოგდება ნიშნავს, რომ მისი ფრაგმენტები და საბრძოლო ქობინი პოლონეთის დასახლებულ პუნქტებს ან ინფრასტრუქტურას დაეცემა. სწორედ ამ რისკის გამო არ გახსნეს ცეცხლი პოლონელმა სამხედროებმა 24 ნოემბერს შეფრენილ დრონზეც კი, მიუხედავად იმისა, რომ განადგურების ნებართვა ჰქონდათ.

მესამე - სამიზნის ზუსტი იდენტიფიკაციის სირთულე. მშვიდობიან დროს მოქმედი მკაცრი წესების მიხედვით, ცეცხლის გასახსნელად აუცილებელია სამიზნის 100%-იანი ვიზუალური და რადარული დადასტურება, რათა გამოირიცხოს სამოქალაქო თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდება. უამინდობა და ღრუბლიანობა პილოტებს ვიზუალურ დადასტურებაში ხშირად უშლის ხელს.

2-natoo-1795679475.jpg
2-natoo-1795679475.jpg

რამდენად მოგებიანი იქნებოდა პოლონეთისთვის, რომ რუსული რაკეტები ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში ადრეულად ჩამოეგდო?

ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს პოლონეთისთვის ძალიან მოგებიანი იქნება ორი ძირითადი ფაქტორის გამო:

პირველი - რეაგირების დროის მნიშვნელოვანი ზრდა. რუსული რაკეტები ხშირად მიფრინავენ დასავლეთ უკრაინისკენ (მაგალითად, ლვოვის ოლქისკენ, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც 50-70 კილომეტრშია). უკრაინის სიღრმეში სამიზნეების ჩაჭერა პოლონეთის საჰაერო თავდაცვას მისცემდა დამატებით წუთებს რაკეტის ტრაექტორიის გასაანალიზებლად და გადაწყვეტილების მისაღებად, ნაცვლად იმისა, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მხოლოდ 30-40 წამი ჰქონოდა.

მეორე - ბუფერული ზონის შექმნა. უკრაინის დასავლეთი ნაწილის ცის დაცვით პოლონეთი, ფაქტობრივად, შექმნიდა უსაფრთხოების ბუფერს საკუთარი საზღვრების წინ, რაც შეამცირებდა ავიაციის მუდმივი განგაშის რეჟიმში აფრენის ხარჯებსა და რესურსების ცვეთას.

და ამიტომაც ვარშავამ, მას შემდეგ, რაც 20 ნოემბერს კიდევ სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეფრინდა პოლონეთის ცაში და ისინი არ თუ ვერ ჩამოაგდეს, 23 ნოემბერს ნატოს ელჩების შეხვედრაზე მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, განეხილათ ალიანსის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული რაკეტების ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდების შესაძლებლობა.

გუშინ ნატომ ოფიციალური პასუხი დაუბრუნა პოლონეთს: მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ფლანგის რამდენიმე ქვეყანამ იდეას მხარი დაუჭირა, ნატოში გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ალიანსის წევრთა უმეტესობა თავს იკავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში მოქმედებისგან, რადგან შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი ნატოს კონფლიქტის უშუალო მხარედ აქცევს და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევსო…

ანუ ნატომ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სისუსტე კრემლს, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში არ არის ერთობა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც კი!

რა „პრეტენზიები“ შეიძლება გაუჩნდეს რუსეთს ან რატომ უნდა გაითვალისწინოს ნატომ პუტინის „მუქარები“, თუკი ის უკვე გაშვებულ და უკრაინის ცაში მფრენ რუსულ ფრთოსან რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს უკრაინა-პოლონეთის საზღვრამდე, ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში მოიგერიებს?

ეს ხომ წმინდა თავდაცვითი და არა შეტევითი ქმედებები იქნება ნატოს მხრიდან და ის არაფრით ემუქრება არათუ რუსეთის ტერიტორიას, არამედ - უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის საოკუპაციო ძალებსაც კი არ უქმნის არავითარ საფრთხეს?

თავად უკრაინა, მერამდენე წელია, იქით ეხვეწება ნატოს, რომ მან „პეტრიოტების“ საზენიტო-სარაკეტო სისტემები უშუალოდ დასავლეთ უკრაინაში განათავსოს, რათა უკეთ იყოს დაცული ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარი რუსული საჰაერო საფრთხისგან...

კვლავ „უკანდახეული“ ნატო კი კომპრომისულ ვარიანტს ირჩევს - უკრაინის ცაში ჩარევის ნაცვლად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, პოლონეთის აღმოსავლეთ რეგიონის მონიტორინგისთვის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის (AWACS) სადაზვერვო თვითმფრინავი გაგზავნოს…

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. ნატო-ს შიშები ანუ რატომ ვერ ბედავს ალიანსი რუსული რაკეტების ჩამოგდებას?!

თემა: რუსული

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • GHN·08:24
    ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
  • იმედი·01:14
    პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს
  • ინტერპრესნიუსი·23:16
    მალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·12:48

ტრაგედია თბილისში - აფრიკის დასახლებაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ტრაგედია თბილისში - აფრიკის დასახლებაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
კვირის პალიტრა·12:37

"ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე

"ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე
კვირის პალიტრა·12:20

"სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ" - სალომე სამადაშვილი თბილისი-მოსკოვის დიალოგზე

"სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ" - სალომე სამადაშვილი თბილისი-მოსკოვის დიალოგზე
კვირის პალიტრა·12:16

წალკაში მწყემსმა 368 ძროხა მოიპარა?! - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

წალკაში მწყემსმა 368 ძროხა მოიპარა?! - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.