ორიგინალი
" გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის..." - რა უთხრა ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩს
კვირის პალიტრა·14:36

" გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის..." - რა უთხრა ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩს

27 ნოემბერი, 2026 · 14:36

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა.

როგორც პატარაძე სოციალურ ქსელში წერს, თურქ დიპლომატთან დეტალურად განიხილა გუშინ, ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

ამასთან, პატარაძის ცნობით, ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება.

“ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ პატარაძე.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. " გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის..." - რა უთხრა ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩს

თემა: თურქეთის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • პოსტივი·14:49
    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  • ამბები.ge·14:46
    აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა - რას წერს პატარაძე სოციალურ ქსელში?
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
თურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·15:43

„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე

„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე
კვირის პალიტრა·15:43

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით დაცული“ 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით დაცული“ 3 ბუხრინწა გადაარჩინეს
კვირის პალიტრა·15:36

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება
კვირის პალიტრა·14:41

"უწმინდესმა გულზე ჯვარი მოიხსნა და მე დამკიდა"

"უწმინდესმა გულზე ჯვარი მოიხსნა და მე დამკიდა"
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.