ორიგინალი
"ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე
კვირის პალიტრა·16:43

"ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე

27 ნოემბერი, 2026 · 16:43

საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში აღკვეთილი იქნა ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული - ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ბანერებთან დაკავშირებით საპოლიციო ატაშეები თურქ კოლეგებს დაუკავშირდნენ და შედეგად მათგან მადლობაც მიიღეს.

„ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე მატჩამდე, ჯერ კიდევ, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი, მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით, 14-15 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო და არც ერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, მატჩის, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • პრაიმტაიმი·16:54
    ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ, ზარალის ანაზღაურებას კი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი
  • კვირა·16:53
    ზურაბ რურუა: ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა
  • ინტერპრესნიუსი·16:48
    სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს
  • რადიო თავისუფლება·16:41
    „განსხვავებული მოვლენა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
ბათუმშიმინისტრიმომხდარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·16:48

რატომ გარბოდა ვირზე ამხედრებული გივი თარგამაძე უზბეკეთიდან და რა უთხრა პუტინმა ნინო ბურჯანაძეს პირველი შეხვედრისას?! - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

რატომ გარბოდა ვირზე ამხედრებული გივი თარგამაძე უზბეკეთიდან და რა უთხრა პუტინმა ნინო ბურჯანაძეს პირველი შეხვედრისას?! - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან
კვირის პალიტრა·16:19

მიტროპოლიტ აბრაამს 1-ელ დეკემბერს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

მიტროპოლიტ აბრაამს 1-ელ დეკემბერს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
კვირის პალიტრა·15:43

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა გადაარჩინეს
კვირის პალიტრა·15:36

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.