ორიგინალი
კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა?
კვირის პალიტრა·13:13

კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა?

28 ნოემბერი, 2026 · 13:13

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის ბოლო დროს დიპლომატიური უთანხმოება წარმოიშვა, რის გამოც ფხენიანმა მოსკოვისთვის სამხედრო დახმარება დროებით შეაჩერა.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, დაძაბულობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებამ გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის სეულთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის განმუხტვას.

თავის მხრივ,ვჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩოე სონ ჰუიმ ეს განცხადება ორი ქვეყნის სტრატეგიული ალიანსის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და მოსკოვისგან სამხრეთ კორეის მიმართ პოლიტიკის დაზუსტება მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის პირადი გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეამ დროებით შეაჩერა რუსეთისთვის KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება, ჩაკეტა საკუთარი საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის და დააპაუზა რუსეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხი.

არც კრემლს და არც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2023 წლიდან დღემდე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მასშტაბური სამხედრო დახმარება გაუწია, რაც მოიცავს მილიონობით საარტილერიო ჭურვს, ასობით ბალისტიკურ რაკეტას, მძიმე ტექნიკასა და ათასობით სამხედრო მოსამსახურეს. სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტის შეფასებით, 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის ბოლომდე გაწეული დახმარების საერთო ღირებულება 7.6-დან 14.4 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს.

სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ფხენიანმა რუსეთს დაახლოებით 33,000 კონტეინერი სამხედრო ტვირთი გაუგზავნა, რაც 15 მილიონამდე 152-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვს უდრის. უკრაინული და დამოუკიდებელი მკვლევრების მონაცემებით, რეალურად მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობა 7-დან 11 მილიონამდე ერთეულს შეადგენს.

უკრაინის დაზვერვისა და ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, სხვადასხვა პერიოდში რუსული არტილერიის მიერ უკრაინაში გასროლილი ჭურვების 25%-დან 50%-მდე სწორედ ჩრდილოკორეული წარმოების იყო.

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გადასცა ასობით მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა (მათ შორის KN-23 / Hwasong-11A და KN-24, ასევე ახალი KN-30). უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი ფხენიანისგან ყოველთვიურად ათობით ასეთ რაკეტას იღებდა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ომში გამოყენების შედეგად ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვნად დახვეწა ამ რაკეტების სიზუსტე — თუ თავდაპირველად ცდომილება 1-3 კილომეტრს შეადგენდა, მოდერნიზაციის შემდეგ ის 50-100 მეტრამდე შემცირდა.

გარდა ამისა ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის არმიას 220-დან 600-მდე საარტილერიო სისტემა მიაწოდა. მათ შორისაა შორსმსროლელი 170-მილიმეტრიანი თვითმავალი ქვემეხები (M1989 Koksan), 240-მილიმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ნაღმმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები.

2024 წლის შემოდგომიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში რამდენიმე ეტაპად 14,000-დან 22,000-მდე სამხედრო მოსამსახურე

გაგზავნა (მათ შორის სპეციალური ოპერაციების ძალები, მესანგრეები, დრონების ოპერატორები და სარაკეტო დანაყოფები).

ჩრდილოკორეელი სამხედროები ძირითადად რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხოლო სარაკეტო დანაყოფები ვორონეჟის ოლქიდან უკრაინის ტერიტორიის დაბომბვაში მონაწილეობდნენ. უკრაინული მხარის ოფიციალური შეფასებით, კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებებისას 2,251 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 4,807 დაიჭრა (საერთო ჯამში - 7,058 სამხედრო).

დასავლური დაზვერვისა და ანალიტიკოსების თქმით, ამ დახმარების სანაცვლოდ მოსკოვი ფხენიანს აწვდის ნავთობს, სურსათს, მყარ ვალუტას, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და კრიტიკულ სამხედრო-კოსმოსურ ტექნოლოგიებს, რაც კიმ ჩენ ინის რეჟიმს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასა და საკუთარი არმიის მოდერნიზებაში ეხმარება.

თუკი სინამდვილეს შეესაბამება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის უთანხმოების დაწყების თაობაზე(და ეს არ არის უკრაინული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით),მაშინ უკრაინაში მებრძოლ რუსეთის საოკუპაციო ძალებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვებისა და ნაღმსატყორცნის ნაღმებით მომარაგების პროცესში და უკრაინულ ქალაქებსაც ნაკლებად შეუტევენ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები...

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა?

თემა: პუტინს

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • BM.GE·00:31
    ვლადიმერ პუტინმა არქტიკის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
  • პრაიმტაიმი·23:01
    იგორ ივანოვი, რომელიც სააკაშვილმა „ცხონებულად“ მოიხსენია, ცოცხალია და პუტინმა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” დააჯილდოვა
  • ფორბს საქართველო·17:32
    ტრამპის თქმით, პუტინს სთხოვა, ევროპის მასშტაბით სამხედრო აგრესია შეაჩეროს
  • კომერსანტი·15:30
    დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თუ სურვილი აქვს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია
პუტინს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·12:57

"ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა"

"ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა"
კვირის პალიტრა·09:00

„მაქვს წინადადება: მერიამ შეიძინოს დეტექტორები, დაუმონტაჟოს მოსახლეობას და...“ - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები?!

„მაქვს წინადადება: მერიამ შეიძინოს დეტექტორები, დაუმონტაჟოს მოსახლეობას და...“ - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები?!
კვირის პალიტრა·09:00

„ლექტორმა მითხრა, შენში ვაჟას ნაპერწკალს ვხედავო“

„ლექტორმა მითხრა, შენში ვაჟას ნაპერწკალს ვხედავო“
კვირის პალიტრა·01:11

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - რას წერს Anadolu Agency ?

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - რას წერს Anadolu Agency ?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.