ორიგინალი
"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - რას ამბობს ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"
კვირის პალიტრა·17:59

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - რას ამბობს ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"

28 ნოემბერი, 2026 · 17:59

"გა­მარ­ჯო­ბა. მე ვარ ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი. სა­ერ­თოდ ბარ­ბა­რე მქვია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არა­ვინ მე­ძა­ხის... ვთა­მა­შობ სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში - იქ, სა­დაც კარგ და სა­ინ­ტე­რე­სო როლს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ. ერთი პე­რი­ო­დი ტე­ლე­წამ­ყვა­ნიც ვი­ყა­ვი, ჩემი სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მაც მქონ­და - "ბა­ი­ას­თან“. სე­რი­ა­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, იყო დრო, კი­ნო­შიც მი­ღებ­დნენ..

წა­მო­ვი­წყე პრო­ექ­ტი "ზღაპ­რე­ბი ბა­ი­ას­თან“. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის და მე­გო­ნა, დიდ­ხანს იმუ­შა­ვებ­და. ხა­ლი­სით და მონ­დო­მე­ბით ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ რა­ღაც ეტაპ­ზე დრო­ე­ბით გავ­ჩერ­დი. ეს ზღაპ­რე­ბი YouTube-ზე იდე­ბო­და. ახლა კარგ რო­ლებს ვე­ლო­დე­ბი - ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცია სულ მალე და­მე­წყე­ბა და ამით ძა­ლი­ან ვხა­რობ“, - ასე მი­ე­სალ­მა მა­ყუ­რე­ბელს და წა­რუდ­გი­ნა თავი მსა­ხი­ობ­მა ბაია დვა­ლიშ­ვილ­მა Ambebi.ge-ს და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტში "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“. მსა­ხი­ობ­მა მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მის ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას შეძ­ლებთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე.

- ამ ეტაპ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად რამ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი ხართ? რამ­დენ სპექ­ტაკლში თა­მა­შობთ?

- ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ "თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42“-ში. ვთა­მა­შობ გო­გო­ლის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით დად­გმულ "ცხვირ­ში“. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი პი­ე­საა და კარ­გი სპექ­ტაკ­ლი. ამ სპექ­ტაკ­ლით ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რეთ. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს, იმი­ტომ რომ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებს ეხე­ბა, ოღონდ - რო­გორც ლე­ვან წუ­ლა­ძემ იცის - ცოტა მსუ­ბუ­ქი ფორ­მით არის გად­მო­ცე­მუ­ლი და ეს კი­დევ უფრო სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

ასე­ვე, უკვე დიდი ხა­ნია "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში“ - "მო­ახ­ლე­ებს“, ჟან ჟე­ნეს პი­ე­სას ვთა­მა­შობ, რომ­ლი­თაც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვი­ყა­ვით, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ვთა­მა­შობ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რშიც, ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის, ილია ქორ­ქაშ­ვი­ლის სპექ­ტაკლში "კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვა“. კი­დევ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტში ვარ, რო­მელ­საც "კონ­კი­ას სიკ­ვდი­ლი“ ჰქვია და "სა­ხე­ლოს­ნო 42“-ში ვთა­მა­შობთ. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და - მო­დი­სა და დრა­მის მიქ­სია, სა­დაც ხუთი მსა­ხი­ო­ბი ქალი ვართ. ჩვე­ნი მო­ნო­ლო­გე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად ქეთი სამ­ხა­რა­ძემ და­წე­რა. მო­დას­თან არის კავ­შირ­ში და ცოტა დე­ტექ­ტი­უ­რი ხა­ზიც აქვს.

baiadvalishvili4-45123-1795874703.jpg
baiadvalishvili4-45123-1795874703.jpg

- რა არის ის მთა­ვა­რი ში­ნა­გა­ნი კოდი, რომ­ლი­თაც პერ­სო­ნა­ჟის "სულ­ში“ აღ­წევთ?

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია - რო­დის რო­გორ ხდე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პერ­სო­ნა­ჟი იყოს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი, მკვეთ­რი ხა­სი­ა­თი­თა და მკვეთ­რი დი­ნა­მი­კით. ხში­რად ვე­ძებ მის სუსტ მხა­რეს - ან უარ­ყო­ფითს, ან პი­რი­ქით, და­დე­ბითს - და იმას ვე­ჭი­დე­ბი. ჩემი აზ­რით, ეს პერ­სო­ნაჟს უფრო ამ­ძაფ­რებს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხრი­კე­ბიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია ხოლ­მე. გააგრძელეთ კითხვა

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - რას ამბობს ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·18:12

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე..." - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე..." - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ
კვირის პალიტრა·13:13

კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა?

კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა?
კვირის პალიტრა·12:57

"ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა"

"ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა"
კვირის პალიტრა·09:00

„მაქვს წინადადება: მერიამ შეიძინოს დეტექტორები, დაუმონტაჟოს მოსახლეობას და...“ - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები?!

„მაქვს წინადადება: მერიამ შეიძინოს დეტექტორები, დაუმონტაჟოს მოსახლეობას და...“ - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.