"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე..." - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიამ შარმანაშვილი და სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზი უცნობია. ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ მარიამი ემოციურ წერილს აქვეყნებს "ინსტაგრამზე".
"დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას და ბევრსაც გაგივლიათ წარსულში, რასაც ახლა მე გავდივარ და ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ – საკუთარი თავისთვისაც და თქვენს სანუგეშოდ, რომ მადლიერების უნარია ის, რასაც შეუძლია ნებისმიერ განსაცდელში ჩვენი გადარჩენა, ჰოდა მე ვირჩევ მადლიერებას და სიმშვიდეს, რაც არ უნდა მტკივნეულად მიმდინარეობდეს ეს პროცესი.
ჩემს ძველ პოსტებს ვათვალიერებდი, რომ ძველი მასალისგან და ძველი ენერგიებისგან გამეწმინდა ჩემი გვერდი და ამ პოსტს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი, აღარც მახსოვდა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს წარსულში დღევანდელი მარიამისთვის მაქვს დაწერილი ეს წერილი და ნეტავ იცოდეთ როგორ მჭირდებოდა ახლა ამ სიტყვების მოსმენა.
თქვენი გამამხნევებელი ასობით მესიჯებისთვის კი უღრმესი მადლობა. ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე ძვირფასი რამეა, როცა რთულ ეტაპს გადიხარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ადამიანი ადამიანისთვის მზეა. მიყვარხართ", - წერს მარიამი. გააგრძელეთ კითხვა
