იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა
იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ სკანცანო ჯონიკოში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად იტალიაში უკანონოდ დაბრუნდა.
მას სუპერმარკეტში ქურდობაზე წაასწრეს.
როგორც ადგილობრივი მედია სკანცანო ჯონიკოს პოლიციაზე დაყრდნობით წერს, პოლიციაში შევიდა შეტყობინება სუპერმარკეტში ქურდობის შესახებ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ობიექტში ორი მამაკაცი შევიდა, რომლებმაც თაროებიდან სხვადასხვა პროდუქტი - ძირითადად კბილის პასტები აიღეს და ჩანთებში დამალეს.
ერთ-ერთმა მათგანმა სალაროები თანხის გადახდის გარეშე გაიარა, თუმცა იგი დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა. ჩხრეკისას ამოუღეს მოპარული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 60 ევროს შეადგენდა.
პოლიციის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დაკავებული საქართველოს 32 წლის მოქალაქეა, რომელსაც წარსულში ქურდობასა და ძარცვაზე მრავალჯერადი ნასამართლობა აღენიშნება. ვრცლად
