ორიგინალი
"ორ-წლიანი ბოლშევიკური რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა წინააღმდეგობა ვერ გატეხა" - ირაკლი ფავლენიშვილი
კვირის პალიტრა·13:22

"ორ-წლიანი ბოლშევიკური რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა წინააღმდეგობა ვერ გატეხა" - ირაკლი ფავლენიშვილი

29 ნოემბერი, 2026 · 13:22

არ შეიძლება, დიდ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს მძიმე პროვოკაციები, პოლიტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა ხაზგასმით უნდა თქვან, ემიჯნებიან თუ არა პროვოკაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გუშინდელ აქციაზე ბანერებთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.

ფავლენიშვილის თქმით, რაც გუშინ მოხდა "გამიზნული პროვოკაცია" იყო.

მისი თქმით, პოლიტიკურმა "ალიანსმა" ასევე, მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს აქციაზე პარტიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებითაც.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გუშინდელი დღისთვის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ორ-წლიანი ბოლშევიკური რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა წინააღმდეგობა ვერ გატეხა და თუ ვინმე არის გატეხის პირას, ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ბოლო 2 წლის მანძილზე ერთმანეთს ესვრის, ერთმანეთს ასმენს, ერთმანეთს იჭერს.

რაც შეეხება გუშინდელი დღის ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, ეს ჩვენი ბრძოლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ შეიძლება ასეთ დიდ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს ასეთი მძიმე პროვოკაციები და ასე ხდებოდეს საპროტესტო საზოგადოების გათიშვა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ გამიზნული პროვოკაცია ბანერების სახით, გასაგები იყო, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულებულიყო.

მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რაც მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება. თუ ასეა, უნდა განაცხადონ ღიად, რომ ეს იყო კონკრეტული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის ქმედება და ემიჯნებიან. ვგულისხმობ პოლიტიკურ ალიანსს და მის წევრებს, მათ უნდა თქვან ხაზგასმით, ემიჯნებიან თუ არა ასეთ პროვოკაციას, როდესაც საქართველოში ევროინტეგრაციის სიმბოლოდ ქცეული ადამიანი, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ პუტინის პირად პატიმრად აღიარებული ადამიანი ამ ბანერის მეშვეობით ივანიშვილთან ერთ სიბრტყეზე მოათავსონ. ემიჯნებიან თუ არ ემიჯნებიან, ეს უნდა განაცხადონ ღიად. გარდა ამისა, მათ უნდა გააკეთონ განცხადება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ უნდა გამოვიდნენ და სიტყვით არ მიმართონ ადამიანებს, სადაც ბევრი იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე.

ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური ლიდერი, წევრი, ათეულობით ადამიანი არის პატიმრობაში ამ ორწლიანი წინააღმდეგობის პროცესში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმეზე წინ ვართ, მაგრამ არავისზე უკან არ ვართ ამ წინააღმდეგობაში. ამ წინააღმდეგობაში უმნიშვნელოვანესი, ლომის წვლილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთავარ როლსაც ითამაშებს ამ რეჟიმის დემონტაჟში. ამიტომაც ასეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს დაშლასა და ივანიშვილის მთავარ მიზანს, ფრაგმენტაციას ოპოზიციაში, უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული, ვინ ეთანხმება, ვინ არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას ამ პროცესებიდან. ძალიან მკაფიო იქნება ეს ზღვარი, ვინ არის წინააღმდეგობაში და ვინ იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ვინ არის პირად ეგოებს აყოლილი და თამაშობს ივანიშვილის თამაშს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "ორ-წლიანი ბოლშევიკური რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა წინააღმდეგობა ვერ გატეხა" - ირაკლი ფავლენიშვილი

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • ფორმულა·12:56
    მიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
  • ამბები.ge·12:03
    “ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში “შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • პალიტრა ნიუსი·11:34
    თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად
  • ინტერპრესნიუსი·11:18
    თამარ ჩერგოლეიშვილი - აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად
ივანიშვილის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·12:08

იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...

იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...
კვირის პალიტრა·11:01

"ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც. რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე?

"ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც. რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე?
კვირის პალიტრა·09:00

რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?

რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?
კვირის პალიტრა·09:00

რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!

რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.