ორიგინალი
იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...
კვირის პალიტრა·12:08

იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...

29 ნოემბერი, 2026 · 12:08

ზელენსკისა და მელონის ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპატიები ფოტოვიდეო ობიექტივების წინაც არ დაუმალავთ, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ბოლო სატელეფონო საუბარში იტალიის პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტი... არ „გაეთათხა“...

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონებმა ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის პორტ ბენღაზისთან, რუსული სარაკეტო კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს და სატვირთო გემი „ანგარა“ დააზიანეს, ხოლო ბალტიის ზღვაში (ფინეთის ყურეში) იერიში მიიტანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ზე.

ამ სადივერსიო ოპერაციის შემდეგ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები საერთაშორისო წყლებში ან სხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან ახლოს მოქმედებისას ყოველთვის ათანხმებენ ნაბიჯებს მოკავშირეებთან და „არასდროს ახორციელებენ იერიშებს წინასწარი კოორდინაციის გარეშე“.

27 ნოემბერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ საჯაროდ უარყო ზელენსკის სიტყვები და აღნიშნა, რომ „არავითარი კოორდინაცია არ ყოფილა, არცერთი ჩვენგანი არ იყო ინფორმირებული და არავინ არაფერი იცოდა“. რომში ჩათვალეს, რომ ზელენსკის ამ განცხადებამ იტალია ოპერაციის თანამონაწილედ გამოაჩინა, რამაც იტალიური ინტერესები ხმელთაშუა ზღვაში რუსული საპასუხო ზომების საფრთხის ქვეშ დააყენა.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის უფლება უდავოა, თუმცა კიევი კონფლიქტის „გეოგრაფიული გაფართოებისგან“ გააფრთხილა. ბერლინში შიშობენ, რომ ბალტიის ზღვაში სამხედრო აქტივობის ზრდა საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო ნაოსნობას, სავაჭრო მარშრუტებსა და რეგიონის ეკოლოგიას.

28 ნოემბერს კი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საკმაოდ მკაცრი სატელეფონო საუბარი შედგა. ამ საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე ოფიციალურად აღიარა, რომ ლიბიის პორტ ბენღაზისთან ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინისგან ბენღაზის პორტზე განხორციელებული იერიშისთვის კომპენსაციას მოითხოვს.კომპენსაციამ უნდა აანაზღაუროს როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზარალი - მათ შორის დაღუპული ორი ლიბიელი სამხედროს ოჯახების დახმარება, დაშავებულთა მკურნალობა და პორტის დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის აღდგენა.

უფრო მეტიც,თითქოს დრო იხელთაო,ირანმაც კი დაადანაშაულა უკრაინა... ქუვეითზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაში უკრაინა და მომხდარს „ყალბი დროშის“ ოპერაცია უწოდა.

2026 წლის 26 ნოემბერს ქუვეითში დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ორი იტალიელი ტექნიკოსი ემსხვერპლა, რაშიც იტალია და ქუვეითი ირანს ადანაშაულებენ.

იტალიელი მოქალაქეების ქუვეითში დაღუპვამ განსაკუთრებით გააღიზიანა, ისედაც უკრაინის პრეზიდენტზე გაბრაზებული იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და შეიძლება ამითაც სურს ისარგებლოს თეირანმა, რომ ისრები ისევ უკრაინაზე გადაიტანოს...

blogi-6-1795939896.png
blogi-6-1795939896.png

მოკლედ, ლიბიის ბენღაზის პორტში უახლესი რუსული სარაკეტო კრეისერის ჩაძირვითა და ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში სამხედრო ტვირთების გადამზიდი, ასევე რუსული გემის დაზიანებით, უკრაინამ კი აჩვენა, რომ შესწევს უნარი აზოვის, შავი და კასპიის ზღვების გარდა, ზუსტი დარტყმები მიაყენოს ათასი კმ-ით დაშორებულ ბალტიისა და ორი ათასი კმ-ით დაშორებულ ხმელთაშუა ზღვებშიც რუსულ საზღვაო სამიზნეებს, მაგრამ ამ ქმედებებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკიდურესად გააღიზიანა თავის ყველაზე ერთგული მოკავშირეები იტალიისა და გერმანიის სახით,რომელთა პოლიტიკურ ლიდერებს განსაკუთრებით კ ის ეწყინათ, რომ ზელენსკიმ ისინი წინასწარ არ გააფრთხილა ამ საიდუმლო საზღვაო-დივერსიული ოპერაციების თაობაზე, ხოლო მათი წარმატებით განხორციელების შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა მასმედიასთან მოიტყუა,რომ - „უკრაინული ძალები საერთაშორისო წყლებში ან სხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან ახლოს მოქმედებისას ყოველთვის ათანხმებენ ნაბიჯებს მოკავშირეებთან და არასდროს ახორციელებენ იერიშებს წინასწარი კოორდინაციის გარეშე“...

მაგრამ აქ იბადება ერთი საინტერესო კითხვაც-უკრაინის სპეცსამსახურებს წინასწარ რომ ეცნობებინათ ამ სადივერსიო ოპერაციების გეგმები, ჩატარების დრო და ადგილი, დამთავრდებოდა თუ არა ეს ორივე შეტევა წარმატებულად, იმის გათვალისწინებით თუ რამხელა ჯაშუშური ქსელი აქვს გაბმული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კრემლს ევროპის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში...

მით უმეტეს, რომ უკრაინას დაუგროვდა იმის მწარე გამოცდილება, როდესაც ფრონტზე დაგეგმილი კონტრშეტევების გეგმების კიევში მომუშავე ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის წინასწარ გაცნობის შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია ჩაიფუშა და დიდი მსხვერპლით დამთავრდა უკრაინის არმიისთვის, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ მომზადებულნი დახვდნენ, თითქოს რუსეთის გენშტაბშიც „ედოთ“ უკრაინული კონტრშტევების მიმართულებების ოპერატიული რუკები...

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...

თემა: რუსული

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • GHN·23:21
    ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • ინფო 9·20:42
    პრემიერი - ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს
  • იმედი·20:40
    პრემიერი: ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს
  • რუსთავი 2·20:38
    პრემიერი: ყველა აცნობიერებს, რომ "გამჭვირვალობის კანონს" საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან, ერთადერთს ითვალისწინებდა: ე.წ. NGO-ებს წარედგინათ დეკლარაციები, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·11:01

"ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც. რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე?

"ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც. რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე?
კვირის პალიტრა·09:00

რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?

რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?
კვირის პალიტრა·09:00

რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!

რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!
კვირის პალიტრა·09:00

ონკოპაციენტის ჩანაწერები

ონკოპაციენტის ჩანაწერები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.