ორიგინალი
"დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი
კვირის პალიტრა·17:16

"დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი

29 ნოემბერი, 2026 · 17:16

ჩვენ დღეს იცით, რომელ ეპოქაში ვიმყოფებით? ჩვენ გარშემო გონებაახდილი საზოგადოებაა, გარჩევის უნარი რომ აღარ აქვთ, მასმედიით და სოციალური ქსელებით, რასაც სთავაზობენ, იმას განუსჯელად ღებულობენ, პირდაპირ ღებულობენ, რომ ვიღაც ვიღაცას აქებს და ჰგონიათ, რომ ის ისეა. თვითონ განჯის უნარი აღარ აქვთ და ვიღაცის მიმართ შემოთავაზებულ ქება-დიდებას პირდაპირ ღებულობენ, არადა დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია, ვინ ვინ არის , - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მოციქული მახარობელი მათეს ხსენების დღეს ქადაგებისას ამბიონიდან განაცხადა.

მისივე თქმით, დაკვირვება გვმართებს და არა პირდაპირ ქების მიღება, როდესაც ვიღაცას მასმედიის საშუალებით აქებენ იმასაც უნდა დავაკვირდეთ, ვინ აქებს მას და არის თუ არ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ამოცნობა.

„ღვთის წინაშე ყველა ერთნი ვართ; ღარიბი, გლახაკი, ცოდვილი და უფალს ყველა უყვარს, ოღონდ მონანული, თუკი ადამიანს სინანული ექნება, ყველას შეიყვარებს. მე არაერთგზის მითქვამს, რომ ყველანაირი ცოდვილი, ცოდვის მქონე, წმინდანი გვყავს. ეს რაზე მეტყველებს, რომ ჩვენ რანაირ ცოდვაშიც არ უნდა ვიყოთ ჩავარდნილი, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. უფლის იმედი უნდა გვქონდეს და სინანული გამოვხატოთ, გონიერება ამაში მდგომარეობს.

ჩვენ დღეს იცით რომელ ეპოქაში ვიმყოფებით? როგორც ანტონი დიდმა იხილა, „ბოლო ჟამის ადამიანებს გონება ეხდებათ“, ჩვენ გარშემო გონებაახდილი საზოგადოებაა, გარჩევის უნარი, რომ აღარ აქვთ, მასმედიით და სოციალური ქსელებით, რასაც სთავაზობენ იმას განუსჯელად ღებულობენ, პირდაპირ ღებულობენ, რომ ვიღაც ვიღაცას აქებს და ჰგონიათ, რომ ის ისეა. თვითონ განჯის უნარი აღარ აქვთ და ვიღაცის მიმართ შემოთავაზებულ ქება-დიდებას პირდაპირ ღებულობენ, არადა დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის. სულიერი კითხვა უნდა იცოდე - ადამიანის სახეს რომ შეხედავ, ის ვინ არის უნდა წაიკითხო, სულიერება ამაში მდგომარეობს და სულიერი ადამიანი ასეთია. სახეზე ყველას აწერია ვინ არის, რა ცოდვის მატარებელია, რა წარსული და რა სარწმუნოება აქვს, აი ამ სულიერ კითხვას ვინც ისწავლის, თავისი ღვაწლით. შრომით და რწმენით ის არის ნამდვილი სულიერი ადამიანი, არა ის ვისაც სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიიდან და მასმედიის საშუალებიდან აქებენ და ადიდებენ ვიღაცას და ამას იჯერებენ. ასე არ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს, ამაში მოგვდევს სულიერება. ვინ არის სულიერი ადამიანი? ის ვისშიც სული წმინდის მადლი მკვიდრობს, ვისში მკვიდრობს სული წმინდის მადლი? თავმდაბალ ადამიანში. ამპარტავანი ადამიანი არ არის ჭეშმარიტება, ის ეშმაკისგან არის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ცოდვა ამპარტავნებაა. სულიერი ადამიანი არის თავმდაბალი.

ჩვენ ძალიან ხშირად გვეშლება, რომ ქება-დიდებას ვიღაც კაცს ასხამენ, მაგრამ ვისგან მოდის ეს ქება დიდება, ეს უნდა გაიკითხო. ვინ არის ის პიროვნება, ვინც სხვას აქებს? არის სულიერი, თავმდაბალი და უბრალოდ ადამიანი? არადა ძალიან ბევრს გვეშლება, მათ შორის, სასულიერო პირებსაც, იმიტომ რომ ამპარტავნება ყველგანაა, რიგით ადამიანში და სასულიერო პირშიც. ასე რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ძალიან დიდი წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ მოვლენებისა და ადამიანების შეფასებაში. ყველაზე კარგად უფალი აფასებს ადამიანს, უფალი მუდამ მხილავია მის გულში რა ხდება, რა მდგომარეობაა. მერე სულიერი ადამიანი აფასებს ჭეშმარიტად ადამიანს, რომელშიც სული წმინდა ფიქრობს, ვისშიც არ ფიქრობს მის შეფასებას აზრი არ აქვს, მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო“, რაც არის იმ ადამიანში იგივეს გამოხატავს და თუ მას დაუჯერებ შენც მისნაირი ადამიანი ხარ, თქვენს შორის არაფერია განსხვავება. ამიტომ სწორი შეფასება უნდა გვქონდეს ადამიანებისა და მოვლენების, ამას აკეთებს სული წმინდა. მის გარეშე ჩვენ არასწორ შეფასებას ვაკეთებთ, ამიტომ ძალიან დიდი სიფხიზლე გვმართებს, რადგან ბოლო ჟამს, კაცობრიობის უმრავლესობა ანტიქრისტეს მიიღებს, როგორც მესიას და მხსნელს, რადგან უმრავლესობაში აღარ იქნება სული წმინდის მადლი უმრავლესობა აღიარებს ანტიქრისტეს, როგორც მესიას, მაგრამ ვისშიც სული წმინდა სიმდაბლე თავმდაბლობა და უბრალოება იქნება ის დაინახავს, რომ ანტიქრისტე ანტიქრისტეა და მისი სწავლების მოწინააღმდეგეა, ასე, რომ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ არ უნდა ავყვეთ რაღაც მოვლენებს, სხვამ ჩვენზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, არამედ ჩვენ სული წმინდის მიმართ მგრძნობიარე უნდა ვიყოთ, ის რას გვიკარნახებს და გვეტყვის. ასე რომ ძალიან რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და შევეცადოთ, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგვცეს, „დაბალთა მიეცემის მადლი“, ეს ყოველთვის გვახსოვდეს და ჩვენ თავზე დიდი წარმოდგენა არ შევიქმნათ. გვახსოვდეს უფლის სიტყვები, „თვინიერ ჩემსა არა რა ძალგიძს არცა ერთსა“, ეს სიტყვები ყოველთვის გვახსოვდეს თუ ვიტყვით, რომ ეს ვარ მე და ამას ვაკეთებ, ვისგან აკეთებ? ღვთისაგან თუ არ არის, შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. ყველაფრით უნდა მივაგოთ უფალს პატივი, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის, აი ეს უნდა გვახსოვდეს, ეს სიტყვები და ჩვენ ნამდვილად ვერ დაგვამარცხებს ბოროტი. ღმერთმა დაგლოცოთ!“, - განაცხადა მეუფე იობმა.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·17:36

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?
კვირის პალიტრა·17:25

"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია

"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია
კვირის პალიტრა·15:42

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა
კვირის პალიტრა·15:15

ბექა ყორშია ოპოზიციას მიმართავს

ბექა ყორშია ოპოზიციას მიმართავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.