ორიგინალი
"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია
კვირის პალიტრა·17:25

"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია

29 ნოემბერი, 2026 · 17:25

არაა პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია გუშინდელი აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

ნიკა გვარამია გუშინდელი აქციის შემდეგ ოპოზიციურ ველზე წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობას „ფეისბუქზე“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი პარტია "ახალი" მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურება, მისი აზრით კი გუნდურ მოთამაშეებს და ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და „ეგოისტურად იყელყელაონ" საკუთარი პოზიციით.

გვარამია იმასაც აღნიშნავს, რომ ის, რომ გუშინდელი აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება - ამაზე უარესი არაფერია.

“მეგობრებო, ბუნებრივია, "ახალი" გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.

უბრალოდ, ნაჩქარევ “ფბ” სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.

პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუნდურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით გასაფრთხილებელი და განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის - იდეისადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლობიანი ადამიანების ერთობა.

ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს;

ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება;

ის, რომ ამას არც დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა;

ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.

Ps. სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი”, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია

თემა: აქციაზე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • პრაიმტაიმი·14:17
    ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს! - ლადო სადღობელაშვილი
  • იმედი·14:13
    ლადო სადღობელაშვილი: ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს!
  • რუსთავი 2·14:12
    თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
  • პალიტრა ნიუსი·13:47
    საპროტესტო აქციაზე „ფედერალისტებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმიანებიან
აქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·17:36

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?
კვირის პალიტრა·17:16

"დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი

"დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი
კვირის პალიტრა·15:42

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა
კვირის პალიტრა·15:15

ბექა ყორშია ოპოზიციას მიმართავს

ბექა ყორშია ოპოზიციას მიმართავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.