ორიგინალი
"რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - პატრიარქი კირილე ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის მიმართ" - მამა გიორგი ზვიადაძე
კვირის პალიტრა·18:24

"რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - პატრიარქი კირილე ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის მიმართ" - მამა გიორგი ზვიადაძე

29 ნოემბერი, 2026 · 18:24

მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არა კონკრეტულად უკრაინის ეკლესიასთან, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის არსთან მიმართებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის დაიცავს საეკლესიო კანონიკურ ნორმებს, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, სავსებით სამართლიანად არ აღიარებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

„სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს მეუფე თეოდორეს ნათქვამი. მთელი პასუხისმგებლობით, მთელი პატიოსნებით მინდა გითხრათ, რომ როცა შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, იქ საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და კანონიკურ სამართალს. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ახსენა, რომ ხელდასხმა როცა არ აქვს პიროვნებას მიღებული, ბუნებრივია, კანონიკურად ხელდასხმის არმქონე პიროვნების ცნობა და მისი მიღება, როგორც საეკლესიო იერარქის, არ შეიძლება. პატრიარქი კირილე იყო ძალიან კორექტული ქართველ მღვდელმთავრებთან მიმართებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან მიმართებით და ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის და პირადად იქ მყოფი მღვდელმთავრების მიმართ.

მეუფე თეოდორემ სრულიად სხვა კონტექსტში ბრძანა და განაცხადა და ძალიან დიდი ღირსებით გააკეთა მან ეს და სრულიად სხვა კონტექსტში თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნორმები, საეკლესიო სამართლის ნორმები - ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ჩვენ ამას ყოველთვის ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ.

სავსებით სამართლიანად არ აღიარებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა ეკლესიებზე ამასთან დაკავშირებით, რომელ ეკლესიას ეყოფა ძალა, რომ ეს აღიაროს ან არ აღიაროს.

მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არა კონკრეტულად უკრაინის ეკლესიასთან, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის არსთან მიმართებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის დაიცავს საეკლესიო კანონიკურ ნორმებს“, - განაცხადა მამა გიორგიმ "ტვ პირველთან".

რუსეთის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო-სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - პატრიარქი კირილე ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის მიმართ" - მამა გიორგი ზვიადაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·18:24

"რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - პატრიარქი კირილე ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის მიმართ" - მამა გიორგი ზვიადაძე

"რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - პატრიარქი კირილე ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის მიმართ" - მამა გიორგი ზვიადაძე
კვირის პალიტრა·17:36

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?
კვირის პალიტრა·17:16

"დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი

"დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მეუფე იობი
კვირის პალიტრა·15:42

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.