ორიგინალი
"ფედერალისტების" წევრ ბიზნესმენს ნახევარი მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს
ნეტგაზეთი·15:05

"ფედერალისტების" წევრ ბიზნესმენს ნახევარი მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს

25 ნოემბერი, 2026 · 15:05

პარტია „ფედერალისტების“ წევრს, ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს 2024 წელს, შიდაპარტიულ პრაიმერიზში მონაწილეობის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სიხარულიძის თქმით, 2024 წლის ივლისში, ოპოზიციური პარტიის პრაიმერიზში მისი მონაწილეობისა და კომპანიის სივრცეში საარჩევნო უბნის მოწყობიდან ათ დღეში, შემოსავლების სამსახურმა მისი სამივე კომპანიის შემოწმება დაიწყო. მანამდე მის კომპანიებში საგადასახადო შემოწმება 11 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

“ფედერალისტების” განცხადებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩატარებული შვიდი შემოწმების შემდეგ, სიხარულიძის ერთ-ერთ უმოქმედო კომპანიას შემოსავლების სამსახურმა დამატებით ინვენტარიზაცია მოსთხოვა. ბიზნესმენის განცხადებით, მოთხოვნის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მისი შეუსრულებლობის გამო კი კომპანია ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმეს.

სიხარულიძის თქმით, რადგან გაუქმებული კომპანიის დაჯარიმებით მას პერსონალურად ზიანს ვერ აყენებდნენ, შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, თავად სიხარულიძე ეღიარებინათ დაჯარიმებული კომპანიის ცრუმაგიერ პირად. 2026 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიხარულიძე კომპანიის ცრუმაგიერ პირად აღიარა, რის შედეგადაც დაყადაღდა მისი პირადი ქონება, საბანკო ანგარიშები და კომპანიებში არსებული წილები.

საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა 2 დეკემბერს არის დანიშნული. საქართველოს სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ სიხარულიძე საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

სიხარულიძის თქმით, საგადასახადო ორგანოს მოქმედებები მისი პოლიტიკური საქმიანობისა და ხელისუფლების საჯარო კრიტიკის გამო ანგარიშსწორებას ემსახურება.

„როგორც არ უნდა სცადოს ივანიშვილის რეჟიმმა, რა უკანონო ზომებსაც არ უნდა მიმართონ ივანიშვილის მორჩილმა ინსტიტუტებმა, არ გავჩერდები, სანამ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას არ მივაღწევთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ უსამართლობის წყევლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასაქანს არ აძლევს. ამისთვის არსებითია, რომ 28 ნოემბერს, 19:00 საათზე ბევრნი შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, – აცხადებს ის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ფედერალისტების" წევრ ბიზნესმენს ნახევარი მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს

თემა: ლარი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • BPN·18:30
    10 უძრავი ქონება და 144.6 ათასი ლარის წლიური ხელფასი - რა ქონებას ფლობს შალვა თადუმაძის ოჯახი, რომელმაც შს მინისტრის ...
  • ალია·18:12
    ვალუტის კურსი – რა ეღირება ლარი “შავ პარასკევს’?
  • პალიტრა ნიუსი·17:35
    აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა
  • ტვ პირველი·17:35
    რა ეღირება ლარი ხვალ
ლარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.