მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას განიხილავს - Netgazeti
მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას განიხილავს - Netgazeti

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას განიხილავს - Netgazeti

ნეტგაზეთი30 აპრილი, 2026, 19:20|netgazeti.ge

“რუსეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებისთვის ჟენევის შემცვლელი ადგილის ძიება მიმდინარეობს”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„მიმდინარეობს საფუძვლიანი მუშაობა მოლაპარაკებების სივრცის მოძიების ამოცანის შესასრულებლად (ჟენევის ნაცვლად). მოლაპარაკებების პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მით უმეტეს, საჯაროდ, სამომავლოდ საერთაშორისო დისკუსიების სხდომების შესაძლო ჩატარების ადგილის შესახებ საუბარი ნაადრევად მიგვაჩნია“, – განაცხადა მან მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

საუბარია დისკუსიებზე, რომლებიც 2008 წლიდან იმართება. ამ შეხვედრების ფარგლებში მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი დაჟინებით მოითხოვენ თბილისის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს. როგორც რუსული მხარე აცხადებს, დისკუსიების ჟენევიდან გადატანის იდეა დაკავშირებულია შვეიცარიის ნეიტრალიტეტიდან გადახვევასა და ქვეყნის ანტირუსულ სანქციებთან შეერთებასთან.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი