მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ცხრა თვეა ვცხოვრობთ მშვიდობაში"- ალიევის მესიჯები ერევნის ევროპულ სამიტზე - Netgazeti
"ცხრა თვეა ვცხოვრობთ მშვიდობაში"- ალიევის მესიჯები ერევნის ევროპულ სამიტზე - Netgazeti

"ცხრა თვეა ვცხოვრობთ მშვიდობაში"- ალიევის მესიჯები ერევნის ევროპულ სამიტზე - Netgazeti

ნეტგაზეთი4 მაისი, 2026, 13:18|netgazeti.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ვიდეოკავშირის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ცხრა თვეა ქვეყანა და რეგიონი მშვიდობის პირობებში ცხოვრობენ და ამ პროცესში მშვიდობიან თანაცხოვრებას სწავლობენ.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში უკვე გადაზიდულია დაახლოებით 28 ათასი ტონა ტვირთი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველად დაიწყო აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების – ბენზინისა და დიზელის მიწოდება სომხეთში. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე ექსპორტირებულია 12 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტი.

ალიევის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის სატრანსპორტო კავშირები. მისი თქმით, ე.წ. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ დააკავშირებს აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან და ამავე დროს გახდება შუა დერეფნის ნაწილი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე პრაქტიკულად გრძნობენ მშვიდობის შედეგებით მიღებულ სარგებელს.

ერევანში სამიტში მონაწილეობისთვის ევროკავშირის დელეგაციაც ჩავიდა

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამიტზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?BM.GE
  • ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდესიმედი
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
სამიტზე →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი