
"ადვოკატის ცნობით, აფგან სადიგოვი გენერალურ პროკურატურაშია გადაყვანილი" - მუხთარლი - Netgazeti
ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ეხმაურება აზერბაიჯანში ნიღბიანების მიერ დაკავებული აფგან სადიგოვის საქმეს.
როგორც ის წერს, აფგან სადიგოვის ადვოკატის ცნობით, აფგან სადიგოვი გენერალურ პროკურატურაშია:
„აფგან სადიგოვის დაკავების შემდეგ შსს-ს დავუკავშირდი და ინფორმაცია მივაწოდე. მოგვიანებით გენერალური პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აფგან სადიგოვი იქ იმყოფება. კონკრეტულად რა საქმეზეა დაკავებული, არ ვიცი. ამჟამად თავად მივდივარ გენერალურ პროკურატურაში“, – ციტირებს მუხთარლი სადიგოვის ადვოკატს.
“ზუსტად ახლა, ნიღბიანი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4–5 ადამიანი თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც აფგანი იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს. არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, სად და რა მიზეზით წაიყვანეს იგი”, – დაწერა სადიგოვის ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ფეისბუკზე.
იმის მიუხედავად, რომ მიმართვის შემდეგ აზერბაიჯანში სადიგოვს საზღვარგარეთის პასპორტი მისცეს, მას ქვეყნიდან გასვლისა და ოჯახთან გამგზავრების საშუალება არ მისცეს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge