მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად - Netgazeti
კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად - Netgazeti

კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ივნისი, 2026, 08:44|netgazeti.ge

ღამით კიევზე რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა კიევის პეჩერის ლავრაში, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ღირსშესანიშნაობაა.

მაშველების ცნობით, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, წინასწარი მონაცემებით, ხანძარი პირდაპირი დარტყმის შედეგად გაჩნდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმას უწოდა „კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.

15 ივნისის ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ბავშვი და ორსული ქალი. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • მედია: კიევზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდაიმედი
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენფორმულა
  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
კიევში →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი