მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მთავარეპისკოპოსმა ზენონმა კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმის გამო უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა - Netgazeti
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმის გამო უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა - Netgazeti

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმის გამო უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა - Netgazeti

ნეტგაზეთი17 ივნისი, 2026, 14:38|netgazeti.ge

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული) რუსეთის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმის გამო კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა და სოლიდარობა გამოხატა.

„მის უნეტარესობას ეპიფანეს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს

ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩორის ლავრაზე.

კიევ-პეჩორის ლავრა მხოლოდ უკრაინელი ერის სულიერი საგანძური არ არის; ის მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული მემკვიდრეობის, მონოზვნური ტრადიციისა და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

ამ სიწმინდის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესიის სიწმინდეები, ისტორიული მეხსიერება და ის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ღვაწლი, რომელსაც ეს წმინდა სავანე დღემდე ინახავს.

ამ მძიმე ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა, სოლიდარობა და ლოცვითი თანადგომა. ვევედრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს- წმინდა ორანტას, „კიევის ურღვევ კედელს“, თავისი საფარველი გადააფაროს განსაცდელში მყოფ უკრაინას, განამტკიცოს მისი მორწმუნე ერი და მალე მოანიჭოს ქვეყანას სამართლიანი და მყარი მშვიდობა.

გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს. რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ძალადობას, ნგრევასა და სიძულვილს.

გისურვებთ უფლის შეწევნასა და მფარველობას თქვენ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მთელ უკრაინელ ხალხს.

ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

ზენონი დმანისისა და აგარაკ- ტაშირის მთავარეპისკოპოსი“, – წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

კიევ-პეჩორის ლავრაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმაც და მომხდარს ბარბაროსული უწოდა. მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.

მსოფლიო პატრიარქმა კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადებაიმედი
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →კიევში →წერილი →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი