მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აფხაზეთში მოსახლეობას დრონის ნამსხვრევების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ - Netgazeti
აფხაზეთში მოსახლეობას დრონის ნამსხვრევების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ - Netgazeti

აფხაზეთში მოსახლეობას დრონის ნამსხვრევების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ - Netgazeti

ნეტგაზეთი23 ივნისი, 2026, 10:47|netgazeti.ge

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა სანაპიროზე გამოირიყოს ჩამოგდებული, თუმცა აუფეთქებელი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები.

უწყების ინფორმაციით, აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სასაზღვრო ზონაში დრონებით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ერთ-ერთი უპილოტო აპარატი, რომელიც აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის თავზე ჩამოაგდეს, შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით ჩავარდა.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ზღვის დინებებისა და ამინდის პირობების გამო არსებობს რისკი, დრონის ნამსხვრევები სანაპიროზე გამოირიყოს.

ამასთან დაკავშირებით უწყებაში მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდეს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ: არ მიუახლოვდნენ აღმოჩენილ უცნობ ობიექტებს, არ შეეხონ და არ სცადონ საეჭვო მეტალის საგნებისა და ნამსხვრევების დამოუკიდებლად გადაადგილება.

ივნისის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ტერიტორიებზე დრონების მასშტაბური თავდასხმის დროს აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული იყო უკრაინული უპილოტო აპარატები.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდაიმედი
  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი