მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ექს-მოადგილეა - Netgazeti
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ექს-მოადგილეა - Netgazeti

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ექს-მოადგილეა - Netgazeti

ნეტგაზეთი26 ივნისი, 2026, 08:07|netgazeti.ge

ტვ პირველის ინფორმაციით, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი მხეიძეა.ტელევიზიისთვის ეს ამბავი ცნობილი გახდა ამ საქმეზე ჩატარებული ღამის სასამართლო პროცესიდან.“ირაკლი მხეიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს, თუმცა ამ კონკრეტულ საქმეში საუბარია იმ პერიოდზე, როცა ბრალდებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ირაკლი მხეიძეს გამოძიება ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოყენებას”, – იუწყება ტელევიზია.როგორც საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა, ყოფილი საჯარო მოხელე დანაშაულებრივი ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში.“ბრალდება წარედგინა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში და არ ახორციელებდა შესაბამის სამართალდარღვევებზე შესაბამის რეაგირებას”, – განაცხადა გრიგალაშვილმა.საქმის პროკურორს “პირველებმა” ჰკითხა, შესაძლოა თუ არა ირაკლი მხეიძის ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს – იგივე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის. პროკურორის თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.ირაკლი მხეიძის ადვოკატის თქმით, გამოძიებას ამომწურავი პასუხები გასცეს.24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე “დანაშაულებრივი ჯგუფის” 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – ძებნა გამოცხადდა ასევე 3 პირზე, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმე შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

“საქმეზე ჩატარდა 1 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამ ეტაპისთვის დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.

“დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქციური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.

ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება”, – აცხადებენ უწყებაში.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

PACE-მ რეზოლუცია მიიღო აზერბაიჯანში “კრიტიკული ხმების ჩახშობის” შესახებ

PACE-მ რეზოლუცია მიიღო აზერბაიჯანში “კრიტიკული ხმების ჩახშობის” შესახებ

ნეტგაზეთი

საიას შეფასებით, ოპოზიციის დევნის საქმეში უკვე ჩანს პოლიტიკური მდგენელის ნიშნები

საიას შეფასებით, ოპოზიციის დევნის საქმეში უკვე ჩანს პოლიტიკური მდგენელის ნიშნები

ნეტგაზეთი

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ნაწილი მცირდება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ნაწილი მცირდება

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი