მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ზაფხულის ბილეთების 90% უკვე გაყიდულია - სოხუმი - Netgazeti
რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ზაფხულის ბილეთების 90% უკვე გაყიდულია - სოხუმი - Netgazeti

რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ზაფხულის ბილეთების 90% უკვე გაყიდულია - სოხუმი - Netgazeti

ნეტგაზეთი29 ივნისი, 2026, 16:29|netgazeti.ge

აფხაზეთის რკინიგზის უწყების ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ მატარებლებზე ზაფხულის სეზონისთვის ბილეთების 90% უკვე გაყიდულია.

უწყების ცნობითვე, ამ დროისთვის თავისუფალია ადგილების მხოლოდ 10%.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა, ასტამურ ლოგუამ განაცხადა, რომ 2026 წლის ზაფხულის სეზონი გარკვეული სირთულეებით დაიწყო, მათ შორის არახელსაყრელი ამინდის გამო.

მისი თქმით, აფხაზური მხარე იმედოვნებს, რომ 2026 წელს აფხაზეთს 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვევა. (შედარებისთვის, ოფიციალური ცნობით, 2025 წელს აფხაზეთს 1,88 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა).

ამჟამად რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა ხორციელდება მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან, ასევე მოძრაობს ელექტრომატარებელი „დიოსკურია“.

სარკინიგზო მიმოსვლის გარდა, 2025 წლიდან აფხაზეთში ავიამიმოსვლაც აღდგა. სოხუმის აეროპორტი რეგულარული რეისებით დაკავშირებულია მოსკოვთან, ნიჟნი ნოვგოროდთან, უფასთან და სხვა რამდენიმე ქალაქთან.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდაიმედი
  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი