მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ძალადობისა და წამების ორგანიზება - არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti
ძალადობისა და წამების ორგანიზება - არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti

ძალადობისა და წამების ორგანიზება - არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti

ნეტგაზეთი7 ივლისი, 2026, 16:48|netgazeti.ge

პროკურატურის განცხადებით, შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

უწყების ცნობითვე, მას სასჯელის სახედ 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე კი სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარდგენილ ბრალდებებში.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ბინადრობის ნებართვის თაღლითური სქემა - დაკავებულ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებაBM.GE
  • უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა გირაოს თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრებაიმედი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს

ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს

ნეტგაზეთი

ცხინვალი ქართულ მხარესთან გადაადგილების გამარტივებას აანონსებს

ცხინვალი ქართულ მხარესთან გადაადგილების გამარტივებას აანონსებს

ნეტგაზეთი

“მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს” – თბილისში 5 პირი დააკავეს

“მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს” – თბილისში 5 პირი დააკავეს

ნეტგაზეთი

ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდა

ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდა

ნეტგაზეთი