მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ევროკავშირი მოლდოვას საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას დაუფინანსებს - Netgazeti
ევროკავშირი მოლდოვას საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას დაუფინანსებს - Netgazeti

ევროკავშირი მოლდოვას საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას დაუფინანსებს - Netgazeti

ნეტგაზეთი13 ივლისი, 2026, 16:22|netgazeti.ge

ევროკავშირის საბჭომ, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 120 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში დაფინანსდება საშუალო რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემა. ევროკავშირის თანახმად, ეს ზომა ავსებს ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში განხორციელებულ წინა დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

„ეს მხარდაჭერა მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ ოპერატიული ეფექტიანობა და, შესაბამისად, უკეთ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ახალი ღონისძიებით ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვისთვის გაწეული ევროკავშირის ჯამური დახმარება 317 მილიონ ევროს აღწევს“, — აცხადებს ევროკავშირი.

ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა საგარეო და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში სამხედრო და თავდაცვის სფეროებში განხორციელებული ყველა ქმედების დასაფინანსებლად. ევროპის მშვიდობის ფონდი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, დააფინანსოს მესამე ქვეყნების, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობები სამხედრო და თავდაცვის საკითხებში.

„ეს დროსთან რბოლაა და ჩვენ მოგებას ვაპირებთ“ | EU-მოლდოვის სამიტის შედეგები

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი