მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა - Netgazeti
ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა - Netgazeti

ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა - Netgazeti

ნეტგაზეთი1 აგვისტო, 2026, 17:52|netgazeti.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

საქმე ეხება 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს“, – აცხადებს შსს.

უწყება ამბობს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწროიმედი
  • ბათუმში კაფე-ბარ "ქენთ სთოფს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა – რა დარღვევები გამოავლინა სეს-მა?BM.GE
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავესფორმულა
  • პრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართულირუსთავი 2
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს

„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს

ნეტგაზეთი

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვი

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვი

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი