მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ოპოზიციაში დაპირისპირებაა - Netgazeti
ოპოზიციაში დაპირისპირებაა - Netgazeti

ოპოზიციაში დაპირისპირებაა - Netgazeti

ნეტგაზეთი18 აგვისტო, 2026, 17:23|netgazeti.ge

ოპოზიციურ ველზე დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც “პოლიტიკურ კორუფციასა” და ფულის აღებაში დაადანაშაულა ენმ-დან სხვადასხვა დროს გასული ჯგიფები. მის ამ ბრალდებას მკაცრად უპასუხა ნიკა გვარამიამ.

რა თქვა სააკაშვილმა

მიხეილ სააკშვილმა განცხადება გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, სადაც “ქართული ოცნება გააკრიტიკა. თუმცა “ოცნებასთან” ერთად მან არც ყოფილი თანაგუნდელები დაინდო.

“ფართოდ განვითარდა პოლიტიკური კორუფცია. ენმ-ს ზედიზედ 3 ჯგუფი გამოეყო მიზეზების დასახელების გარეშე და როგორც ახლა ყველამ იცის, ამაში გადახდილი იყო დიდი ფული…

ნიკა გვარამიას პასუხი

გვარამიას განცხადებით, სააკაშვილმა დღეს ათასი ტყუილი იკადრა, როცა ყველას გაყიდულები და ბიძინასთან შეთანხმებულები თუ შიშით დადუმებულები ეძახა.

“ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე, და, რა თქმა უნდა, კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, “რატომღაც”.

ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. ოღონდ, ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს, პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის.

მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.

სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია, სააკაშვილმა – იკადრა. ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ჩემს მეგობრებს და ამით შემოვიფარგლები”, – დაწერა გვარამიამ.

“სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და ქოცების გახარებას. უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ”.

შეგახსენებთ, რომ ენმ სხვადასხვა დროს დატოვეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შემდეგ დააარსეს “გირჩი”, სტრატეგია აღმაშენებელი, “ევროპული საქართველო”, “ახალი” და ა.შ. სააკაშვილი მათ პერიოდულად ხან თანამშრომლობას და გაერთიანებას სთავაზობს, ხან კი აკრიტიკებს და უპირისპირდება.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან

„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან

ნეტგაზეთი

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

ნეტგაზეთი

აზერბაიჯანმა სამი რუსი მოქალაქე ძებნილად გამოაცხადა და დაუსწრებლად დააპატიმრა

აზერბაიჯანმა სამი რუსი მოქალაქე ძებნილად გამოაცხადა და დაუსწრებლად დააპატიმრა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი