მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება" - მირზოიანი - Netgazeti
"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება" - მირზოიანი - Netgazeti

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება" - მირზოიანი - Netgazeti

ნეტგაზეთი1 სექტემბერი, 2026, 11:07|netgazeti.ge

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება.

„ამ დღეებში გაიგებთ, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიებმა სომხური კომპანიებისგან საქონელი შეიძინეს. ახლა სომხეთი გაყიდის საქონელს. ახლა იქნება ყიდვა-გაყიდვა“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობას, მინისტრის თქმით, ოქტომბერში სომეხ და თურქ მეწარმეებს შორის შეხვედრა გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, 2 ივნისს ყარსში გამართული შეხვედრა ეფექტიანი იყო. მირზოიანის შეფასებით, დროის საკითხია, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი გაიხსნას.

არარატ მირზოიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპის გზის – საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის“ (TRIPP) განხორციელების ფარგლებში სომხურმა მხარემ სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყო.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ქსელი, მათ შორის მოძრავი შემადგენლობა, სერიოზულ მოდერნიზაციას საჭიროებს. ამ საკითხზე რუს პარტნიორებთანაც ისაუბრეს, თუმცა, როგორც მირზოიანმა აღნიშნა, „როგორც ჩანს, ისინი ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ“.

„ახლა როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში? ჩვენ მივმართავთ ჩვენს რუს პარტნიორებს და ვთავაზობთ, გაყიდონ თავიანთი უფლებები, რათა მათაც არ იზარალონ, მოგვყიდონ ჩვენ ან რომელიმე მესამე ქვეყანას, რომელსაც ჩვენც და ისინიც მისაღებად მივიჩნევთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ყაზახეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ეს საუკეთესო გამოსავალია. ვნახოთ, როგორ რეაგირებენ ჩვენი რუსი პარტნიორები“, – განაცხადა მირზოიანმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • KAYA აზერბაიჯანში ქართული წარმოების სავენტილაციო სისტემებს წარადგენსBM.GE
  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF

2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF

ნეტგაზეთი

2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩო

2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩო

ნეტგაზეთი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

ნეტგაზეთი

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ნეტგაზეთი