მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიტო სამხარაძე ლანძღავს "ასავალ-დასავალს" და ირაკლი ღარიბაშვილს - Netgazeti
დიტო სამხარაძე ლანძღავს "ასავალ-დასავალს" და ირაკლი ღარიბაშვილს - Netgazeti

დიტო სამხარაძე ლანძღავს "ასავალ-დასავალს" და ირაკლი ღარიბაშვილს - Netgazeti

ნეტგაზეთი2 სექტემბერი, 2026, 11:42|netgazeti.ge

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი სამხარაძე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილს, სადაც ასავალ-დასავალის რესპონდენტის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხზე საუბარი.

სამხარაძე ღარიბაშვილთან ერთად ასავალ-დასავალსაც ლანძღავს – მას საპირფარეშოს მაკულატურას უწოდებს.

“მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან “ქართული ოცნების” და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო – მე, როგორც პარტიის რეგიონალურ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.

მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ – ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა…

ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს – ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.

დაბოლოს, “ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ – სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი მონაპოვრის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, “ქართული ოცნების” ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს”, – აცხადებს დიმიტრი სამხარაძე.

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ღარიბაშვილის თქმით, მის საქმესთან დაკავშირებით მდინარაძემ „იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა“, რომ ამან გამოიწვია მისი პოლიტიკიდან წასვლა.

„ოცნების“ ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა „ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“.

ამავე წერილში ის საუბრობს, რომ შეიტყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ერთ-ერთი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ამბავი, რომელიც მანამდე კობახიძეს აკრიტიკებდა.

ღარიბაშვილის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

„ნეტგაზეთი“ ღარიბაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს. 12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა. გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ. ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები. მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა… ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა “ასავალ-დასავალს”, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახიც კი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 160 სტატია.

  • გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდაიმედი
  • ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა | ღარიბაშვილის ცოლის ძმის განცხადებაBM.GE
  • პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულაფორმულა
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი