მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. TI-საქართველო: „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - Netgazeti
TI-საქართველო: „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - Netgazeti

TI-საქართველო: „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - Netgazeti

ნეტგაზეთი22 სექტემბერი, 2026, 14:18|netgazeti.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ კვლევის (ორი პარტიის ერთი სალარო) თანახმად, „ქართული ოცნებისგან” 2022 წელს ხელოვნურად გამოყოფილ „ხალხის ძალას”, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 28 შემწირველმა 861 750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1 969 169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების” განაყოფი „ხალხის ძალა“ ივანიშვილის ძალაუფლების ქსელის ნაწილია.

კვლევის თანახმად, შემწირველებს შორის გამოიკვეთა ივანიშვილის გარემოცვის — მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორების, ასევე უშუალოდ ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოებების წარმომადგენელთა ჯგუფი. ამ პირებმა „ხალხის ძალას” 2024-2026 წლებში, ჯამში, 381 000 ლარი შესწირეს.

კვლევის თანახმად:

შემწირველებს შორის არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენელი არჩილ მამაცაშვილი, „სააქციო საზოგადოება დაზღვევის კომპანია ქართუს” გენერალური დირექტორი. არჩილ მამაცაშვილმა „ხალხის ძალას” 2025-2026 წლებში 70,000 ლარი შესწირა, მანამდე კი 55,600 ლარი – „ქართულ ოცნებას”. „დაზღვევის კომპანია ქართუს” სამთავრობო და მუნიციპალური დაწესებულებებიდან სახელმწიფო შესყიდვების გზით 3,5 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული. არჩილ მამაცაშვილთან ერთად, ამ სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ პირებს (ალა კახნიაურს, კახა კობიაშვილს, ზაზა ვერძეულს, გივი ლებანიძეს, ზურაბ ჩაჩხიანს) „ქართული ოცნებისთვის” 1 მილიონი ლარი აქვთ გადარიცხული. არჩილ მამაცაშვილი ივანიშვილთან დაკავშირებული „ატუ ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია; ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარნტიორია შპს „ტორნადო+-ში” გიორგი დამენია, რომელმაც „ხალხის ძალას” 2025-2026 წლებში 120,000 ლარი შესწირა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას” – 170,000 ლარი. თავად კომპანიამ 2016-2018 წლებში ივანიშვილის პარტიას 85,000 ლარი შესწირა; ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი მსხვილი შემწირველი ირაკლი ბექაური, რომელიც ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის 100%-იან საკუთრებაში არსებული შპს Bolero & Company-ს გენერალური დირექტორია. კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, მისი კომპანიები საქართველოდან რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულშია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან კი სუბსიდიის სახით, 2014-2024 წლების მონაცემებით, 56 მილიონი ლარი მიიღო. 2026 წელს, „ხალხის ძალისთვის” 60,000 ლარის გადარიცხვამდე, ირაკლი ბექაურმა „ქართულ ოცნებას” 327,000 ლარი შესწირა. ირაკლი ბექაურს და ვახტანგ კარიჭაშვილს უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი შემწირველი ლევან გეწაძე, რომელიც უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორების კომპანიების წარმომადგენლად ხშირად ფიქსირდება საჯარო რეესტრის ამონაწერებში. გეწაძისთვის „ხალხის ძალისთვის” შეწირული 13 000 ლარი პირველი პოლიტიკური შემოწირულებაა. ლევან გეწაძე წლების განმავლობაში იყო 2019 წელს დაფუძნებული შპს „ტრეზორის” მესაკუთრე — დიღმის მასივში მდებარე ეს ლაბორატორია სამედიცინო კვლევებსა და ანალიზებს ატარებს. კომპანიამ დაფუძნებიდან მალევე დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და დღემდე 3,2 მილიონამდე ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული. ამჟამად ლაბორატორია ამერიკული კომპანიის Quest Biosciences LLC საკუთრებაშია. უჩა მამაცაშვილამდე მიდის „ხალხის ძალის” კიდევ ერთი მსხვილი შემწირველის, დავით ბალანჩივაძის კვალი საგამოძიებო მედიაში. სტუდია „მონიტორი” 2016-2017 წლებში ბალანჩივაძის RMG GOLD-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნას უჩა მამაცაშვილის ინტერესებს უკავშირებდა. სწორედ 2016 წელს დაიწყო ბალანჩივაძემ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულებები – მას ამ დრომდე ივანიშვილის პარტიისთვის 532,000 ლარი აქვს გადარიცხული, „ხალხის ძალას” კი 2026 წელს 60,000 ლარი გადაურიცხა. შემწირველებს შორის არის გიორგი მესხი, რომელიც 2017-2020 წლებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქსპეცტრანსის” დირექტორი იყო. მისმა შემოწირულებებმა „ხალხის ძალის” სალაროში 2024 წელს 58,000 ლარი შეადგინა. მას 2024 წლამდე პოლიტიკური შემოწირულება არ განუხორციელებია. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის დირექტორობის პარალელურად, მესხმა ბიზნესპარტნიორ გიორგი ხუჯაძესთან ერთად სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი” დააფუძნა. ამჟამად მესხი ჯგუფის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორია. კომპანია ისანში მრავალსართულიან სასტუმროს აშენებს. მესხის მფლობელობაშია 33% კომპანია „გონიო გრუპში”. თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებელ კომპანიას უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი შემწირველი, გურამ თეთრაშვილი, რომელიც შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფის” დირექტორია. ამ კომპანიის მესაკუთრე ბესიკ პაპისმედოვი თბილისში რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს. თეთრაშვილისთვისაც, გიორგი მესხის მსგავსად, „ხალხის ძალისთვის” გადარიცხული 10,000 ლარი პირველი პოლიტიკური შეწირულებაა.

„როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ხალხის ძალის” 28 შემომწირველიდან 3 — ალექსანდრე ტუშური, მამუკა გოგრიჭიანი და გივი გაბუნია დღემდე აფინანსებენ „ქართულ ოცნებასაც”. სამივემ 2025 წლის 11 დეკემბერს, ჯამში, 60,000 ლარი გადაურიცხა „ხალხის ძალას”, 2026 წლის 18 თებერვალს კი — ამდენივე ივანიშვილის პარტიას“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს

მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს

ნეტგაზეთი