მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება - Netgazeti
აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება - Netgazeti

აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება - Netgazeti

ნეტგაზეთი24 სექტემბერი, 2026, 13:51|netgazeti.ge

რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აფხაზეთის მოქალაქეებისგან დოკუმენტების მიღების ტემპის თითქმის ხუთჯერ გაზრდა ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აფხაზეთში ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-არხზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, მაის-ივნისში საკონსულო თვეში დაახლოებით 120 განაცხადს ამუშავებდა, ხოლო დოკუმენტების ჩასაბარებლად რიგში 3 ათასამდე ადამიანი იყო. აფხაზები რუსეთის საელჩოს მიმართავდნენ და პროცესის ნელ მიმდინარეობაზე ჩიოდნენ.

გლადკოვის თქმით, საკონსულოს თანამშრომლების დასახმარებლად პროცესების ოპტიმიზაციის სპეციალისტები მიიწვიეს.

განაცხადების შევსებაში მოქალაქეებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისეებიც ეხმარებიან.

რუსეთის ელჩის განცხადებით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი გახდა თვეში 400-მდე განაცხადის დამუშავება, ხოლო ოქტომბრის შედეგებით ეს მაჩვენებელი 600-მდე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, იგეგმება საინფორმაციო სტენდების დამზადება და რაიონებში განთავსება, რომლებზეც მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იქნება. გლადკოვის თქმით, ამის შედეგად მოქალაქეებს საჭირო დოკუმენტების სიის მისაღებად მხოლოდ ამ მიზნით სოხუმში ჩასვლა აღარ მოუწევთ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • უკრაინამ ერთ კვირაში რუსეთის მეექვსე ნავთობქარხანაზე მიიტანა იერიშიBM.GE
  • ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყანა რუსეთის შეკავების მიზნით საზღვაო ალიანსს ქმნისფორმულა
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მაგალითია – ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზე

„ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მაგალითია – ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზე

ნეტგაზეთი

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს

ნეტგაზეთი

აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს

აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს

ნეტგაზეთი