მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა - Netgazeti
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა - Netgazeti

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა - Netgazeti

ნეტგაზეთი13 ოქტომბერი, 2026, 18:21|netgazeti.ge

13 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა.

კობახიძეს ვადა 4 თვეში, 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

გუშინ, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე კობახიძემ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მას უარი უთხრეს.

მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს).

პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძემ თვითგანრიდება მოითხოვა – მას უარი უთხრეს

საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღოBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრორუსთავი 2
  • ფრანგი ფოტოგრაფის საქართველოდან შესაძლო გაძევების საქმე - სასამართლო გადაწყვეტილებას 12 ოქტომბერს გამოაცხადებსტვ პირველი
  • საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებსფორმულა
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა

პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა

ნეტგაზეთი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

ნეტგაზეთი

აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზე

აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზე

ნეტგაზეთი

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთი