მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა - Netgazeti
პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა - Netgazeti

პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა - Netgazeti

ნეტგაზეთი13 ოქტომბერი, 2026, 19:55|netgazeti.ge

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე პროცესები ჩაინიშნა. იგივე ინფორმაცია მოგვიანებით „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამაც გაავრცელა.

„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად: 21 ოქტომბერი; 22 ოქტომბერი; 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ქვია!“- წერს კუპრაძე.

სიჭინავა წერს, რომ მათ სარჩელი არ ჩაჰბარებიათ, შესაბამისად, არც პოზიცია აქვთ გაგზავნილი წერილობით:

„საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო…
მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო.
ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობის ან/და ფედერალისტებსაც ხომ ვერ დამაკავშირებო, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხომ არ გგონივართ-მეთქი? წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ “ნაცმოძრაობის” საკონტაქტოთქო. მგონი უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე“, – წერს სიჭინავა.

დღეს, 13 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა. კობახიძეს ვადა 4 თვეში, 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

12 ოქტომბერს, ერთი დღით ადრე, მოსამართლე კობახიძემ პარტიების აკრძალვის საქმიდან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა მას უარი უთხრეს.

საკონსტიტუციო სარჩელში „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა, რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
  • მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდაფორმულა
  • კობახიძემ მოსამართლის მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელისგან აცილების მოთხოვნას უპასუხატვ პირველი
  • "ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზეBM.GE
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთი

სამოქალაქო აქტივისტს მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან

სამოქალაქო აქტივისტს მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან

ნეტგაზეთი

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

ნეტგაზეთი

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე

ნეტგაზეთი