მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს - Netgazeti
ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს - Netgazeti

ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ოქტომბერი, 2026, 19:11|netgazeti.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს.

„კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია.

მაქვს უფლება და იმედს დავიტოვებ, არ შეეშინდება „ოცნების“ კრიმინალურ ბანდას, სიმართლეს მოუსმინოს ე.წ. „საკონსტიტუციო სასამართლოში!“

პარტიებს კი არა, ანწუხელიძეს, ძმებ რომელაშვილებს და ჩვენს გმირებს აცხადებენ დამნაშავედ!!! ეს არ არის პარტიის საიდენტიფიკაციო კოდის გაუქმება! ეს არის მერაბ კოსტავას, ზვიადის საქართველოს გასამართლება! ღალატის კომისიის სისრულეში მოყვანა და მწამებელი, ტერორისტი რუსეთის გამართლების აქტი!

იმედი მაქვს, ამ პროცესს გაიაზრებს ყველა და ლაჩრულად, შეშინებულები მხოლოდ „შეშფოთებით“ არ შემოვიფარგლებით! აქ ყველა ერთი ვართ და ეს უნდა ვაქციოთ საქმედ!!!

რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს! გაიღვიძეთ! უკიდურესად ჩუმად არის ხალხი და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი გმირების სულში ჩაფურთხებას და ჩვენი დამოუკიდებლობის რეალურად ოკუპანტზე გადაცემას არ შევებრძოლებით!

ცხადად და მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არ ეხება პარტიების რეესტრს!

ამ სათაურის ქვეშ საქართველოს აბრალებენ აგრესორობას, საქართველოს ასამართლებენ, გმირებს უყენებენ ბრალს და რუსებს ამართლებენ – ჩვენი დების, ძმების, შვილების მკვლელობაში! ძმებო, არ შეიძლება ამის გატარება! ქმნიან დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოს!“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების პარალელურად ბათუმში საპროტესტო აქციებიც იქნება.

უმორჩილესად გთხოვთ, ნურც თავს და ნურც ხალხს ნუ მოატყუებთ, რომ აი, „გარედან“ მოგვეშველებიან და ისინი დაამარცხებენ რეჟიმს! ასე ვერ იქნება, თუ ჩვენ ჩმორებივით დავხრით თავს და ყველაფერზე ვიტყვით, რომ „მერე რა“…. ახლა დროა პროცესის გარშემო, საქართველოს გარშემო დავდგეთ და ვიბრძოლოთ! ერთი „პარტია“ არსებობს და ეს არის საქართველო!

როგორც რიგითი მოქალაქე, მომავალში მოვემსახურები მას, ვინც დღეს ივაჟკაცებს საქართველოსთვის!

მოკლედ, მზად ვარ და მოვითხოვ, დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი!

ასევე მაქვს იმედი, ათასობით ადამიანი პარალელურად იქნება პროტესტში ბათუმშიც!

აღარ არსებობს არანაირი გამყოფი, ახლა მაინც გაიგოს ყველამ!

ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

პ.ს. მხარს ვუჭერ 25 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას! უნდა ვიაქტიუროთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

უნდა დაესწრონ თუ არა პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებს?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს პარტიების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ დაესწრებიან, ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენებენ.

„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს.

ამ თვალსაზრისით, არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ოპოზიციის ალიანსი საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებსფორმულა
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღოBM.GE
  • თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა, რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
  • კობახიძემ მოსამართლის მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელისგან აცილების მოთხოვნას უპასუხატვ პირველი
აკრძალვის →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

ნეტგაზეთი

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ნეტგაზეთი

ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა

ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა

ნეტგაზეთი