მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კობახიძე არ ელის სამართლებრივ დევნას მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ - Netgazeti
კობახიძე არ ელის სამართლებრივ დევნას მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ - Netgazeti

კობახიძე არ ელის სამართლებრივ დევნას მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ - Netgazeti

ნეტგაზეთი17 ოქტომბერი, 2026, 16:09|netgazeti.ge

“ქართული ოცნების” გაფართოებული სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, კვლავაც თვლის თუ არა მამუკა მდინარაძეს მეგობრად.

მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ვიცეპრემიერის პოსტი და თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის.

კობახიძის თქმით, მდინარაძე პოლიტიკიდან წასულია, ხოლო პირად ურთიერთობებზე კითხვა/პასუხი, ჟურნალისტის საქმე არაა. თუმცა კობახიძემ დაადასტურა, რომ მას მდინარაძესთან პერიოდულად აქვს ხოლმე კომუნიკაცია.

“ნახეთ, მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ უბრალოდ, იმას მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი, იმიტომ რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, ანუ აქტუალური აღარ არის”, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო სამართლებრივი დევნის ან რაიმე სახის დასჯის შესახებ არსებულ კითხვებს უსაფუძვლო უწოდა.

„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. ვფიქრობ, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა. ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს. რა თქმა უნდა, გუნდში რა პროცესებიც წარიმართა, ამაზე იყო საუბარი, თუმცა, როდესაც ადამიანი იკავებდა მაღალ თანამდებობებს და გავიდა პოლიტიკიდან, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე საჯაროდ საუბარი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედიის წარმომადგენლებმა კობახიძის შეახსენეს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრების, კერძოდ კი დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც „ვირთხების ძებნასა“ და მათთვის პასუხის გაცემაზე იყო საუბარი. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იგულისხმებოდა თუ არა ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძე და უნდა ველოდოთ თუ არა მის წინააღმდეგ რაიმე სახის სამართლებრივ პროცესს.

კობახიძემ მსგავსი მოლოდინები კატეგორიულად გამორიცხა:

„არ ვიცი, ვინ რა ამოიკითხა. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ გეუბნებით, რომ კითხვას საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ [სამართლებრივ პროცესებს]“, — აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ დიტო სამხარაძის პოსტის შინაარსს, კობახიძემ მედიას ურჩია, განმარტებებისთვის თავად ავტორს მიმართონ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძეBM.GE
  • კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა

ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა

ნეტგაზეთი

ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე

ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე

ნეტგაზეთი

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე

ნეტგაზეთი

ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმი

ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმი

ნეტგაზეთი