მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ამას ჰქვია ღალატის პროცესი - ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე - Netgazeti
ამას ჰქვია ღალატის პროცესი - ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე - Netgazeti

ამას ჰქვია ღალატის პროცესი - ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე - Netgazeti

ნეტგაზეთი19 ოქტომბერი, 2026, 22:57|netgazeti.ge

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესებს, სადაც პარტიების აკრძალვის საქმე უნდა განიხილონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დაგეგმილ საკონტიტუციო განხილვებს „ღალატის პროცესი“ ჰქვია და მისთვის ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია.

„ღალატის პროცესი!

ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი სიტყვით, ზუსტი მნიშვნელობით შევაფასოთ ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის განხილვა 2 დღეში დაიწყება. სიტყვას აქვს ძალა! ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია. ამიტომ არანაირი სხვა სახელი – ამას ჰქვია ღალატის პროცესი.

1. ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ მომხდარი აგრესია და ოკუპაცია ჰბრალდება ჩვენსავე სახელმწიფოს

ციტატა მაგალითისთვის: “2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა;” “2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შემოიღო სახელმწიფო მმართველობა და დააფუძნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები;”

“აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…”

2. მეგობრები (დასავლეთი) ცხადდებიან მტრებად 3. რუსეთის პოლიტიკის კრიტიკა ისჯება 4. უკრაინის პოზიციების დაცვა ისჯება

ციტატა მაგალითისთვის: “ამასთანავე, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და მას განცხადებებით თავს ესხმოდა. მეტიც, 2023 წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩს უკრაინაში ქვეყანა დაატოვებინა. არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ფაქტებისგან პირდაპირ, ნათლად და მყისიერად გამიჯვნისგან ამჯერადაც თავი შეიკავეს.”

5. პოლიტიკური ბრძოლა იკრძალება 6. საბჭოთა ერთპარტიული სისტემა კანონდება ეს არის ფაქტები ამ საკონსტიტუციო სარჩელიდან. შესაბამისად, ამას ეწოდება ერთადერთი რამ – ღალატის პროცესი!

პ.ს. დიდი მადლობა ვახო სანაიას სისტემის რყევისთვის და მხარდაჭერა მის ოჯახს, განსაკუთრებით ჩემს მეგობარ სანის“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას. მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყებარუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
  • კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სესBM.GE
  • ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებსფორმულა
პროცესი →აკრძალვის →პარტიების →

მსგავსი სტატიები

ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა

ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა

ნეტგაზეთი

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე

ნეტგაზეთი

ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმი

ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმი

ნეტგაზეთი