მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს - Netgazeti
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს - Netgazeti

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს - Netgazeti

ნეტგაზეთი23 ოქტომბერი, 2026, 17:50|netgazeti.ge

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ხმათა უმრავლესობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩია.

პლენუმმა ასევე დაამტკიცა სასამართლოს კოლეგიების ახალი შემადგენლობები:

პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი (კოლეგიის თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი. მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე სერგო მეთოფიშვილი პროკურატურაში მუშაობდა. ბოლოს, 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მეთოფიშვილი ხშირად აკრიტიკებს, მას სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის აქტიურ წევრად მოიაზრებენ. მეთოფიშვილი იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას (ე.წ. ვეტინგს).

მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია
მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია
მეთოფიშვილის თქმით, ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგოფორმულა
  • რატომ უჩივლეს ტრამპის კრიპტოკომპანიას სასამართლოში?BM.GE
  • ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ირინა სარიშვილი, თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარესტვ პირველი
სასამართლოში →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები

ნეტგაზეთი

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია

ნეტგაზეთი

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

ნეტგაზეთი