ორიგინალი
როდესაც პუტინი 1997 წლის მდგომარეობაზე საუბრობს, მისთვის ეს ყირიმის და დონბასის დაბრუნებას ნიშნავს - ვადეფული
ნეტგაზეთი·17:41

როდესაც პუტინი 1997 წლის მდგომარეობაზე საუბრობს, მისთვის ეს ყირიმის და დონბასის დაბრუნებას ნიშნავს - ვადეფული

24 ნოემბერი, 2026 · 17:41

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა ნატოს 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნების შესახებ არასერიოზულია.

მისი თქმით, ამ ლოგიკით მოსკოვს უკრაინისთვის ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის დაბრუნება მოუწევს, რისთვისაც რუსეთი მზად არ არის.

„რა თქმა უნდა, არასერიოზული იყო, როდესაც პუტინი 1997 წლის მდგომარეობის აღდგენაზე საუბრობდა, რადგან მისთვის ეს უკრაინის ამჟამად დაპყრობილი მთელი აღმოსავლეთ ტერიტორიისა და ყირიმის დაბრუნებას ნიშნავს. მართლა მზად არის რუსეთი ამის გასაკეთებლად? არა მგონია. ასე რომ, ვიყოთ სერიოზულები“, — განაცხადა ვადეფულმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის მიერ აღებულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.

„მათ უნდა დაიცვან ეს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ხელი მოაწერეს. სწორედ ეს იყო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი და ჩვენ მას ყოველთვის დავიცავთ“, — განაცხადა ვადეფულმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნები ალიანსის 1997 წლის საზღვრების აღდგენაზე მიუღებელია და ნატოში ამას კარგ მოსაზრებად არავინ მიიჩნევს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. როდესაც პუტინი 1997 წლის მდგომარეობაზე საუბრობს, მისთვის ეს ყირიმის და დონბასის დაბრუნებას ნიშნავს - ვადეფული

თემა: მდგომარეობა

ამ თემას 15 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • პრაიმტაიმი·19:02
    „ქიმიოთერაპიის შემდგომ გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა“ - როგორია ახალგაზრდა ფეხბურთელის, ერასტო მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • იმედი·15:39
    გარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ტერიტორიის, თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას აფასებენ. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები
  • რუსთავი 2·14:37
    პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა ურთულესია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა
  • აჭარის ტელევიზია·14:36
    ირაკლი კობახიძე: მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა
მდგომარეობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.