ორიგინალი
გრანტების სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება
ნეტგაზეთი·20:08

გრანტების სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება

24 ნოემბერი, 2026 · 20:08

სააგენტო, რომელიც უცხოური დონორების საპირწონედ შეიქმნა და რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა, 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციაზე დადგენილებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა.

განკარგულების მიხედვითვე, სააგენტოს ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან:

ზვიად ბარქაია − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე; თათია ნანეიშვილი − სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი; ზურაბ თოლორდავა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი; ივანე ჯაფარიძე − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი; ლევან ერიქაშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.

ამ კომისიამ 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს:

„სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის (სათანადო საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების) სრული ინვენტარიზაცია“;

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც:

„გადაეცემა/გადაეცემათ სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები; გადაეცემა/გადაეცემათ მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია (სათანადო საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები)“;

ამავე კომისიამ უნდა უზრუნველყოს უწყების განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს – ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში.

განკარგულების მიხედვით, კომისიამ უნდა მიიღოს მისი საქმიანობისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; განახორციელოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებები.

სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ რუსული სტილის რეპრესიული კანონები მიიღო და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღება შეუზღუდა.

სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებდნენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებოდნენ და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებოდნენ.

17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გრანტების სააგენტო იხურებოდა. მისი მტკიცებით, NGO ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ფენომენი, ხელოვნურადაა მოგონილი „უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“ და ეს გამოჩნდა სააგენტოს შექმნის შემდეგ. იხილეთ:

„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. გრანტების სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.