ორიგინალი
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
ნეტგაზეთი·23:11

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო

24 ნოემბერი, 2026 · 23:11

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მოდებაძეს მამა გარდაეცვალა. ამ მიზეზით ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო სხდომები 30 ნოემბრამდე გადაიდო. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დაგეგმილი იყო, რომ სხდომა 25 ნოემბერს „ლელოს“ შეკითხვების ეტაპით განახლდებოდა.

დღევანდელი სხდომიდან მოსამართლე რევაზ ნადარაიამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ გააძევა. გვარამიამ განაცხადა, რომ აღარ აპირებდნენ დღევანდელ პროცესზე შესვლას.

„არცერთ პასუხს არ იძლევა მოსარჩელე. ყველაფერზე ამბობს, წადი, ნახე სარჩელიო; სრულიად არარელევანტურ პასუხებს იძლევა და მათთან ერთად მოსამართლე პრაქტიკულად ხსნის ყველა შეკითხვას. მაშინ, როდესაც მისი ვალია, თუ პასუხს ვერ იღებს მოპასუხე, მოსარჩელის თავნებობისა და თავხედობის გარდა, მოსამართლეს უფლება კი არა, ვალდებულება აქვს, რომ მოსთხოვოს მას პასუხი. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ფაქტებზე, ჩვენ აქ არ გვაძლევთ ფაქტს – როგორ უნდა დავიცვათ თავი?! ჩვენ დღემდე არ ვიცით, რას გვედავებიან – კონკრეტული ქმედებები ან უნდა უარვყოთ, ან დავადასტუროთ. როცა მოსარჩელე გვეუბნება, რომ არ გეუბნები, რა ქმედებაში გედება ბრალი, და მოსამართლე ჰყვება, რომ: „იცი, რა, ჩაწერე ბოლო სიტყვაში – რომ ესე გვითხრა მოპასუხემ“, მერე?! მერე ვნახავთ გადაწყვეტილებას, სადაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება და მერე რა?! მე რას ჩავწერ სიტყვაში, რა მნიშვნელობა აქვს ნადარაიასთვის, საერთოდ რასა აქვს მისთვის მნიშვნელობა?! ჩვენ ვიცით, მისთვის რასაც აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც, და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად. ეს იქნება ხვალ, მანამდე ჩვენ აქ არ შევალთ, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ფარსი, აქ პროცესი არ მიმდინარეობს. სანამ ბატონი ნადარაია აქ ზის, მანამდე აქ პროცესი არ იქნება, ფორმალური პროცესიც კი არ იქნება“, – განაცხადა დღეს ნიკა გვარამიამ.

„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“ — ნიკა გვარამია საკონსტიტუციოდან გააძევეს

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.