ორიგინალი
მერია მთაწმინდაზე მანქანების გადაადგილების წესებს ცვლის, რამაც რუსთაველი უნდა განტვირთოს
ნეტგაზეთი·14:03

მერია მთაწმინდაზე მანქანების გადაადგილების წესებს ცვლის, რამაც რუსთაველი უნდა განტვირთოს

25 ნოემბერი, 2026 · 14:03

განახლებული რუსთაველის გათვალისწინებით, გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იცვლება სატრანსპორტო სქემა და ავტომობილების გადაადგილების მარშრუტები, რაც სრულად ამოქმედდება ახალი წლის შემდეგ.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის გამოსვლიდან გახდა ცნობილი.

კახა კალაძის თქმით, იცვლება რუსთაველის მკვეთ ქუჩებზე გადაადგილება/მოხვევის წესები. ასევე, მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა სანაპიროდან პირდაპირ იქნება შესაძლებელი, პირდაპირ იქნება შესაძლებელი მოძრაობა უკუმიმართულებითაც — მთაწმინდიდან სანაპიროსკენ, რომ ამისთვის რუსთაველზე მოძრაობა არ მოუწიოთ მანქანებს. მოგვიანებით იგეგმება უშუალოდ მთაწმინდის ქუჩებზე მოძრაობის სქემის შეცვლაც.

„შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ, რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა, რის შედეგადაც მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მიმავალ მძღოლებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა. ასევე მთაწმინდის ზედა ქუჩებიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით“, — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამით უნდა შემცირდეს რუსთაველზე მანქანით გადაადგილების საჭიროება და, შესაბამისად, მანქანების რაოდენობაც.

„არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების დაახლოებით 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად, ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის აღმართის) მიმართულებით გადაადგილება და პირიქით. თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობისას კი, მარცხნივ მოხვევით, შესაძლებელი გახდება კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა“, — ამბობს კახა კალაძე.

კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველზე ახალი შუქნიშნები და ახალი კვანძები მოეწყობა, რაც, მისი თქმით, გადაადგილებას გაამარტივებს, ახალ სქემასა და ახალ სატრანსპორტო კავშირებს გახდის ეფექტურს და უზრუნველყოფს ქვეითთა უსაფრთხოებას.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის იყო დაანონსებული. თუმცა, კალაძის თქმით, ვინაიდან ახალი წლის პერიოდში გადაკეტილი იქნება რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველი მოგვიანებით დაიხაზება და ახალი შუქნიშნებიც მოგვიანებით ჩაირთვება.

2027 წელს მერია გეგმავს ასევე რესპუბლიკის მოედნის, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-განახლებას. კორექტივები შევა მთაწმინდის ქუჩებზე გადაადგილების წესებშიც. როგორც კახა კალაძემ განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების სპეციფიკას მერია გაითვალისწინებს ახალი წესების შემუშავებისას.

„ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს – ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, — თქვა კახა კალაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მერია მთაწმინდაზე მანქანების გადაადგილების წესებს ცვლის, რამაც რუსთაველი უნდა განტვირთოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.