ორიგინალი
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ — კრიმინალური ავტორიტეტი ყიფიანი პროკურორს
ნეტგაზეთი·16:45

„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ — კრიმინალური ავტორიტეტი ყიფიანი პროკურორს

25 ნოემბერი, 2026 · 16:45

სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (იგივე კაწრო) რესტორანში ჩხუბის საქმის განხილვა გრძელდება.

პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შეფარდებული ე.წ. წინასწარი პატიმრობის [განაჩენის დადგომამდე აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი და ყველაზე მკაცრი ზომა] განხილვისას განაცხადა, რომ პატიმრობის სხვა ზომით შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“, ხომ?“ — მიმართა ვატო ყიფიანმა პროკურორს ამის პასუხად.

პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები, თუ მათთვის პატიმრობა შეიცვლება სხვა ზომებით, მაგალითად, გირაოთი.

პროკურორმა სასამართლოს ასევე შეახსენა, რომ წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის ავთანდილ ბილანიშვილს არაერთხელ დაჰკისრებია ჯარიმა.

„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, — ეს უკვე ავთანდილ ბილანიშვილის საპასუხო რეპლიკაა პროკურორის მისამართით.

სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში დატოვა.

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი [კაწრო] 15 ოქტომბერს დააკავეს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე. ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით [სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი]. ამავე საქმეზე მათთან ერთად არის დაკავებული შოთა ყიფიანიც.

ამ საქმეში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სამივე ნახსენები პირი ასევე ბრალდებულია დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის საქმეზე. თუმცა ამ საქმის განხილვა სასამართლოში დეკემბრის ბოლომდე არ მოხდება.

წაიკითხეთ ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე:

ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ — კრიმინალური ავტორიტეტი ყიფიანი პროკურორს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.