ორიგინალი
ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს
ნეტგაზეთი·01:31

ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს

26 ნოემბერი, 2026 · 01:31

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი ამბობს, რომ მინსკში გამართულ შეხვედრებზე რუსული მხარის პოზიციებით გაოგნებულია და მოსკოვის მიერ დაყენებული „თითქოსდა უვნებელი“ საკითხები ქართული ოპოზიციის ნარატივის გაძლიერებას ემსახურება.

მიუხედავად ამისა და სკეპტიციზმისა, რომელიც აქვს, ზურაბაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ და მე კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: პირველი- ხარისხთან მიმართებაში; მეორე — თითქოსდა ეს კომპანიები აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე — დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ გააჩნიათ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს — უკრაინის დაფინანსებას და ანტირუსულ ნარატივს — ესეც აბსოლუტურად არარელევანტურია, არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება. მე მქონდა მოლოდინი, რომ იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა. სანაცვლოდ ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ აპირებენ, კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანია დაასანქცირონ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, — განაცხადა ზურაბაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

გარდა ამისა, ზურაბაშვილის თქმით, განიხილეს რამდენიმე ტექნიკური საკითხი.

„რუსეთის მხარეს ჰქონდა დაახლოებით 10 საკითხი, რომელიც მათ დააყენეს. ძირითადში ეს იყო ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, თითქოსდა უვნებელი. მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხი არის, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი არის მიმართული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია მატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს“, — თქვა ზურაბაშვილმა.

მისი თქმით, ეს საკითხები ვნებს „არა მარტო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს“, არამედ ვნებს რუსეთის მოსახლეობასაც.

„ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, რაც შეეხება ქართულ ღვინოსთან მიმართებაში, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ, უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივთან, ანდა რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს ოპოზიციას“, — განაცხადა ზურაბაშვილმა.

19 ნოემბერს მინსკში გაიმართა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომდგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის.

მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა მინსკში გამართული ქართულ-რუსული დიალოგის მოსკოვსა და თბილისში გაგრძელება დააანონსა. თბილისს ან მოსკოვს ეს ინფორმაცია არ უარუყვიათ და არც დაუდასტურებიათ.

მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელოდება

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • ფორმულა·19:15
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • პოსტივი·19:05
    საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
  • აიპრესი·18:56
    გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
ზურაბაშვილიგალუზინმადიალოგი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.