ორიგინალი
ფიფია რუსეთზე ზურაბაშვილის განცხადებებით გაოგნებულია და მას "დემარშს" უწოდებს
ნეტგაზეთი·12:36

ფიფია რუსეთზე ზურაბაშვილის განცხადებებით გაოგნებულია და მას "დემარშს" უწოდებს

26 ნოემბერი, 2026 · 12:36

პრორუსი ბიზნესმენი და პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი „დემარში“ გაუგებარია.

ვიდეომიმართვაში მოსკოველი ბიზნესმენი და პრორუსი აქტორი ფიფია აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიებისთვის მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ ზურაბაშვილი ჯერ კიდევ თბილისში გააფრთხილეს, მოგვიანებით კი იგივე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე აუხსნა.

„სიმართლე რომ გითხრათ, გაოგნებული ვარ ბატონი გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადებით. რა საჭირო იყო ასეთი დემარში, გაუგებარია. ჯერ კიდევ თბილისში ბატონ გიორგის მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ ორი კომპანია, რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ. ეს არის „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სანქციების რეჟიმიდან“, – აცხადებს ფიფია.

მისივე თქმით, მინსკში შეხვედრისას მიხაილ გალუზინმაც „მაქსიმალურად მეგობრულად“ განუმარტა იგივე პირობები, ხოლო მოგვიანებით რუსეთის ბაზარზე ქართული კომპანიების მაქსიმალურ წარმომადგენლობაზეც გააკეთა განცხადებები.

„აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს განცხადება, გაუგებარია ჩემთვის პირადად“, – დასძენს ფიფია.

როგორც მამუკა ფიფია ირწმუნება, სანქციების ქვეშ მოქცეული კომპანიები უკვე თავად თანამშრომლობენ რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან შეზღუდვების მოსახსნელად:

„ამიტომ ჯობია, უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან“.

გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს მინსკში მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებული პოზიციებით „გაოცებული და გაოგნებული“ იყო. ზურაბიშვილის თქმით, ის ელოდა, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, თუმცა მინსკში აღმოაჩინა, რომ კრემლი კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებს.

ბაზრის ხელახალი გახსნიდან 14 წლის შემდეგ, 2026 წლის 9 ოქტომბერს, რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების კომპანიების ნაწილზე ემბარგო დააწესა. ოფიციალურ მიზეზად ამჯერადაც სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა დასახელდა.

აიკრძალა : „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები,“ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, და „ქართული ლუდის კომპანია“ .

მოგვიანებით, ფიფიას ინფორმაციით, ასაკრძალ სიას დაემატა სამი კომპანია: GWS-Wine-Company, შატო მუხრანი და ვინივერია.

გაიგეთ მეტი

მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელოდება

რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფიფია რუსეთზე ზურაბაშვილის განცხადებებით გაოგნებულია და მას "დემარშს" უწოდებს

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • ფორმულა·19:15
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • პოსტივი·19:05
    საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
  • აიპრესი·18:56
    გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
ზურაბაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.