აფრიკის დასახელებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, აფრიკის დასახელებაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ხანძარი კერძო სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. მეზობლების ცნობით, ტრაგედია შესაძლოა შეშის ღუმელს უკავშირდებოდეს. მათი ნაწილის თქმით, ხანძრამდე აფეთქების ხმა გაიგონეს.
