ორიგინალი
ერდოღანის პარტიის სპიკერი ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების წინააღმდეგ "ძალადობას გმობს"
ნეტგაზეთი·23:17

ერდოღანის პარტიის სპიკერი ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების წინააღმდეგ "ძალადობას გმობს"

26 ნოემბერი, 2026 · 23:17

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) სპიკერი ომერ ჩელიქი საქართველოში, თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოლიციის ქმედებებს გმობს.

ჩელიქის განცხადებით, რეაგირება და ძალის გამოყენება იმ ქომაგების მიმართ, რომლებმაც მატჩის მიმდინარეობისას პალესტინის მხარდამჭერი ბანერი („თავისუფლება პალესტინას“) და დროშა გაშალეს, მიუღებელია.

მანვე გააკრიტიკა ისრაელის გუნდის ქმედებები უშუალოდ თამაშის დროს უწოდა მას სიმულაცია და აღნიშნა, რომ თურქული მხარე დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობას აკვირდება.

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები კაცობრიობის ხმად იქცნენ. მკაცრად ვგმობთ ისრაელის გუნდის პროვოკაციებს მოედანზე. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ინციდენტის შედეგად დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით“, — წერს ომერ ჩელიქი.

ომერ ჩელიქი არის თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AK Parti) პრესსპიკერი, თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს (MKYK) წევრი. იგი ასევე არის თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) დეპუტატი ადანის პროვინციიდან.

ბათუმში შეწყდა თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ შეხვედრა, რომელიც ბათუმი არენაზე იმართებოდა. სტადიონზე არეულობაა. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივარს შორის. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. „ბათუმელების“ რეპორტიორების ცნობით, დაკავებულია რამდენიმე გულშემატკივარი. სტადიონისკენ დაიძრა სპეცრაზმიც.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ერდოღანის პარტიის სპიკერი ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების წინააღმდეგ "ძალადობას გმობს"

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·00:07

„ბეშიქთაშის“ ფანებს მხარდაჭერას უცხადებს “გალათასარაი”

„ბეშიქთაშის“ ფანებს მხარდაჭერას უცხადებს “გალათასარაი”
ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.