
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდეს - Netgazeti
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, რომელთაც „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარის გირაო შეეფარდათ და გადასახდელად 40 დღე მიეცათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ზარდიაშვილსა და მინდიაშვილს ბრალი გუშინ, 5 მარტს წარუდგინეს. შემთხვევა 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა, პარლამენტთან გადანაცვლებამდე. ლევან ზარდიაშვილმა ფიზიკურად იძალადა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე და მას ტელეფონი წაართვა. მოგვიანებით ტელეფონი წაართვა ალექსანდრე ქეშელაშვილსაც ამ დრომდე უცნობმა პირმა.
წარდგენილი ბრალი, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან გამასწორებელ სამუშაოს ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge