მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი COVID-19-ის საბაბით ისევ არ გაიხსნება - Netgazeti

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი COVID-19-ის საბაბით ისევ არ გაიხსნება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა. როგორც სააგენტო Trend News Agency იუწყება, შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.

გადაწყვეტილების თანახმად, “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექციის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 ივლისის 06:00 საათამდე”.

მანამდე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2026 წლის 1 აპრილის 06:00 საათამდე იყო გახანგრძლივებული.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია